"გული მაქვს გახეთქვაზე... 7 წლის გოგოს საცვალი უჩანს და ცეკვავს, როგორც სტრიპტიზის მოცეკვავე" - ბაია პატარაია გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება
"გული მაქვს გახეთქვაზე... 7 წლის გოგოს საცვალი უჩანს და ცეკვავს, როგორც სტრიპტიზის მოცეკვავე" - ბაია პატარაია გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც 7 წლის გოგონა მაკიაჟითა და მოშიშვლებული კაბით ცეკვავს, უფლებადამცველი ბაია პატარაია გამოეხმაურა.: "გული მაქვს გახეთქვაზე. 7 წლის გოგოს აცვია პენუარი, უჩანს საცვალი და ცეკვავს დაახლოებით ისე, როგორც სტრიპტიზ ბარში ცეკვავენ; ანუ არის ჰიპერსექსუალიზირებული, დასწავლილი მოძრაობებით, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მიმართულია სექსუალური ლტოლვის აღძვრაზე. ამ ვიდეოებს აქვს ათასობით ნახვა, ზოგი ბოროტად იყენებს და ზოგი რატომღაც ვერ ხვდება, რომ ბავშვი არ შეიძლება წარმოვაჩინოთ სექსუალურ ობიექტად.

განათლების სამინისტროს საღათას ძილით
სძინავს საპატრიარქოს და ვასაძისებრთა შიშით, სქესობრივი უმეცრება და პედოფილია კი ყვავის ქვეყანაში.

ბოლო 6 თვეში 28 პირს შეეფარდა პატიმრობა არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილ ქმედებაზე.

შსს-ს უკვე მივმართე და გარკვეული ნაბიჯები უკვე დაგეგმილი აქვთ.

შეიბრალეთ თქვენი ქალიშვილები, ნუ წაართმევთ ბავშვობას, ქალობას ისედაც მოესწრება, ნუ აქცევთ პატარა გოგონებს პედოფილების სამიზნედ. ბავშვის სექს-ობიექტად გადაქცევა არის საზიანო და ძალიან საშიში პრაქტიკა" - წერს პატარაია.
აღნიშნული ვიდეო სოცალურ ქსელში ბავშვის დედამ გაავრცელა.
5878
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
Nako
0
Mapatiet rom inglisuri asoebit miwevs wera. Sapatriarqo am shemtxvevashi ra shuashia???? Ver vitan maset mshoblebs ,ukugmartulad rom zrdian tavis shvile da mere sxvebsac iyolieben da sibindzuris jaobshi idzirebian.nu yvrnit shvilebs!!!!
05:52 / 19-10-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?