უნიკალური გამოცემის - "ბიბლია განმარტებებით" მეორე ტომი 21 ოქტომბერს გამოიცემა
უნიკალური გამოცემის - "ბიბლია განმარტებებით" მეორე ტომი 21 ოქტომბერს გამოიცემა
21 ოქტომბერს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, უნიკალური გამოცემის "ბიბლია განმარეტებებით" მეორე ტომი გამოვა და სპეციალურ ფასად, პირველ ტომის შეძენაც იქნება შესაძლებელი.

პირველი ტომი მკითხველმა უკვე მიიღო, თუმცა მათ, ვინც მისი სპეციალურ ფასად შეძენა ვერ მოასწრო, 21 ოქტომბრიდან აქვს შესაძლებლობა, რომ იგი მეორე ტომთან ერთად შეიძინოს.

"ბიბლია განმარტებებით" საქართველოში პირველად, გამომცემლობა "პალიტრა L-მა" გამოსცა. გან­მარ­ტე­ბე­ბის ტექ­სტებ­ზე თე­ო­ლო­გე­ბი, თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ის ბიბ­ლი­ის კა­თედ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ფი­ლო­ლო­გე­ბი და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი მუშაობდნენ.

შეგახსენებთ, რომ პროექტი
სულ გააერთიანებს 15 ტომს, რომლებიც თვეში ერთხელ გამოიცემა.

პროექტი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა კურთხევით ხორციელდება.

წიგნის სპეციალური ფასი გაზეთთან ერთად 15 ლარია.
69
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?