თბილისი განებივრებულია სხვადასხვა საინტერესო და შემეცნებითი ღონისძიებით, რომლებსაც "ბიბლუსი" ატარებს ხოლმე ბავშვებისთვის. მსგავსი ღონისძიებების ანონსებს ხშირად მოჰყვება ხოლმე ერთგვარი სინანული რეგიონებში მცხოვრები მშობლების მხრიდან, რომ თბილისის გარდა სხვა ქალაქებშიც სურთ მსგავსი აქტივობები.
"ბიბლუსი" ყოველთვის ითვალისწინებს ერთგული მომხმარებლების სურვილებს და ამჯერად ბათუმში დაიგეგმა დიდი ღონისძიება, რომელიც ნამდვილი დღესასწაული იქნება პატარებისთვის.
ამ უქმეებზე, 19-20 ოქტომბერს, "ბიბლუსი გალერეაში, რომელიც მემედ აბაშიძის 52-ში მდებარეობს, ყველა ბათუმელს ელოდებიან. ღონისძიების ყველა მონაწილე დასაჩუქრდება წიგნებით. გარდა ამისა, ამ ორი დღის განმავლობაში ბათუმში მდებარე "ბიბლუსის" ყველა ფილიალში საჩუქრები ელოდებათ მაღაზიის ერთგულ მომხმარებლებს. საჩუქრები მრავალფეროვანია: წიგნები, საკანცელარიო ნივთები, სათამაშოები, ქოლგა და ა.შ.
შაბათს 15:00 საათზე ხელსაქმის მასტერკლასი ჩატარდება - კრაფტერები ბავშვებს ულამაზესი ნივთების დამზადებას ასწავლიან.
ხოლო კვირას 17:00 საათზე, ნინი კითხვის საათი უმასპინძლებს ბავშვებს - თამარ ნიკურაძე ბავშვებს წაუკითხავს მათთვის საყვარელ მოთხრობებსა და ზღაპრებს.