ოთხტომეული "ილია II - სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი" - უცნობი საარქივო მასალა, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია
ოთხტომეული "ილია II - სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი" - უცნობი საარქივო მასალა, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია

გამომცემლობა "პალიტრა L-მა" უწმინდესის და უნეტარესის 4 ტომეული გამოსცა, სახელწოდებით "ილია II - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი".

მკითხველის დიდი ინტერესესისა და გამოხმაურებების გამო გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ინიციატივით ოქტომრის ბოლომდე, ბიბლუსის ყველა ფილიალში თვის შეთავაზებაშია და 30 ლარის ნაცვლად, სპეციალურ ფასად 9,95 თეთრად შეგიძლიათ მისი შეძენა.

არქივები, როგორც წესი, ასი წლის, 50 წლის შემდეგ იხსნება, მაგრამ პატრიარქის დამოკიდებულება ამ საარქივო მასალებისადმი, არის გამორჩეული. მისი ოპონენტების მიერ რაც კი დაწერილა, ისიც კი არქივშია

დაცუ-ლი, არც ერთი არ გამქრალა არქივიდან. რასაკვირველია უწმინდესის შესახებ არაერთი წიგნი დაწერილა, თუმცა მათში ავტორისეული ინტერპრეტაციებია. ამ წიგნში კი, მკითხველის ყურადღებას მიიპყრობს ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რომელთა მხოლოდ ფრაგმენტები გვქონდა ნანახი. ხშირად ოპონენტები საყვედურობდნენ პატრიარქის იმისთვის, რომ გარკვეულწილად ლოიალური დამოკიდებულება ჰქონდა ხელისუფლებისადმი. აი, ამ დოკუმენტებში ნახავს საზოგადოება, როგორი შეუპოვარია პატრიარქი, როცა საქმე ეხება ეკლესიის ინტერესების დაცვას.

ოთხტომეულში მხოლოდ სრულიად საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაცული დოკუმენტური მასალაა თავმოყრილი.

ოთხტომეულში განთავსებულია სკოლის, სტუდენტობის პერიოდების მასალები. საინტერესოა, მშობლების წერილები მისი უწმინდესობისადმი, რომელიც თავისივე ხელით აქვს აკინძული მის უწმინდესობას, ეტყობა საგულდაგულოდ ინახავდა. პატრიარქის აღსაყდრების შესახებ მასალებში მკითხველი დაწვრილებით გაეცნობა იმ დროისთვის როგორ უმძიმეს მდგომარეობაში იყო დიდი წარსულის მქონე საქართველოს
ეკლესია, ტაძრები დახურული და ქვეყანა ათეიზმით მოცული. მისი უწმინდესობის უდიდესი ძალისხმევის შედეგად როგორ თანდათანობით მოხდა ეკლესიისაგან გაუცხოებული ქართველი ერის სულიერი ფერისცვალება, დახურული ეკლესიების გახსნა. საბოლოოდ კი, ახლად აშენებული ტაძრებით როგორ მოიქარგა საქართველო. მეტად საგულისხმოა მისი უწმინდესობის მიმართვითი ხასიათის წერილები, სადაც ასახულია მისი ბრძნული და ჯანსაღი პოზიცია თანამედროვე პერიოდში ეკლესიის წინაშე მდგარი პრობ-ლემებისადმი, როგორი შეუვალია ჩვენი პატრიარქი, როდესაც საქმე სამშობლოს და ეკლესიის ბედს ეხება.

57
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?