მეგან მარკლი ინტერვიუს დროს ატირდა - "გამუდმებულ სტრესში ვცხოვრობ..." (ვიდეო)
მეგან მარკლმა ცრემლები ძლივს შეიკავა, როცა ინტერვიუს დროს იხსენებდა ორსულობის პერიოდს და პრესის ზეწოლას. ცოტა ხნის წინ მისმა მეუღლემ ისაუბრა ამ თემაზე, ახლა კი მეგანიც ალაპარაკდა. სამხრეთ აფრიკაში მყოფი მეგანი ჩაწერეს დოკუმენტური ფილმისთვის, რომელსაც მეგანსა და ჰარიზე იღებენ. ჰარიმაც და მეგანმაც ისაუბრეს იმაზე, რამდენად რთულია, იყო საჯარო პერსონა და სამეფო ოჯახის წევრი 21-ე საუკუნეში. ჰარიც კინაღამ ატირდა, როცა დედის ტრაგიკული ბედი ახსენა, მეგანმაც აღიარა, რომ გამუდმებულ სტრესში ცხოვრობს. 

აღელვებული ხმით
ისაუბრა, რომ ძალიან უჭირს ოფიციალურ სტატუსთან გამკლავება, ასევე დედისა და ცოლის როლთან. "იშვიათა მეკითხება ვინმე, კარგად ვარ თუ არა... შეხედეთ, ნებისმიერი ქალი, განსაკუთრებით ორსულობის დროს, ძალიან მგრძნობიარეა. ყველაზე რთულია, როცა ბავშვი ჩნდება". ჟურნალისტმა ჰკითხა, არის თუ არა სასექსების ცხოვრება მუდმივი ბრძოლა და თავდაცვა, რაზეც მეგანმა უპასუხა, რომ ნამდვილად ასეა. მისივე აღიარებით, ძნელად გადააქვს პრესის გამუდმებული ზეწოლა, განსაკუთრებით უჭირდა ეს ორსულობის დროს. 

ჰარი და მეგანი ხშირად ცდილობენ გააგებინონ საზოგადოებას, რომ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, თავიანთი სისუსტეებით და ტკივილებით. 

alt"დედა დავკარგე და ახლა ვხედავ, რომ ჩემი ცოლიც მსხვერპლია"- პრინც ჰარის ეშინია, რომ მეგან მარკლი ლედი დის ბედს გაიზიარებს


7961
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
lol
5
40 წლის პრივილეგირებული ქალი, რომელსაც წესით გაცნობიერებული უნდა ჰქონოდა რომ მონარქია სელებრითის ცხოვრებისგან განსხვავდება, პიარ ფირმებს ფულს უხდის, რომ მასზე ილაპარაკონ და შემდეგ ჩივის რომ გამუდმებით მასზე ლაპარაკობენ, bullshit happens...
12:44 / 20-10-2019
qali
3
მაგაზე მაშინ უნდა გეფიქრა,მანამ დედოფლობას მოინდომებდი...
04:15 / 20-10-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?