შენობა მთლიანად ევაკუირებულია. მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება.
გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. როგორც "პალიტრანიუსს" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სასწრაფო დახმარებას სულ 4-მა პირმა მიმართა, საიდანაც სამის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მათგან ერთი ადამიანი დამწვრობის ცენტრში, ორი კი - მერვე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აფეთქების შედეგად დაშავებული 39 წლის მამაკაცი კი, რომელიც ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი, უმძიმეს მდგომარეობაშია. კლინიკის ექიმმა გიორგი დავლიანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მამაკაცს სხეულის 60% აქვს დამწვარი.
"პაციენტი დილის 9 საათზე შემოიყვანეს, დამწვრობა მიღებული აქვს ცეცხლის ალით. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის უმძიმესია. პაციენტი დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში იმყოფება და მიმდინარეობს ძლიერი ანტიშოკური თერაპია.
ჯერჯერობით, რაიმე პროგნოზების გაკეთებაზე ლაპარაკი ადრეა. მას ძირითადად სასუნთქი გზები აქვს დამწვარი", - განაცხადა გიორგი დავლიანიძემ.