ბავშვისთვის უმნიშვნელოვანესია მშობლების თანადგომა და ყურადღება. ბავშვობაში ყველაფერს დედა და მამა აკეთებენ და შენ ყველაფრისგან თავისუფალი ხარ... მაგრამ თუ წარმოგიდგენიათ ისეთ ოჯახში აღზრდა, სადაც მშობლებიდან ერთ-ერთს დაუნის სინდრომი აქვს? სედერ ისა 21 წლის ახალგაზრდაა სირიიდან, რომელმაც გადაწყვიტა, მსოფლიოსთვის მოეყოლა თავისი ოჯახის შესახებ.
სედარ ისა ამაყობს თავისი ოჯახით. როგორც ჩვეულებრივი მშობელი, მიუხედავად სირთულეებისა, მამა ყველანაირად ცდილობდა მიეცა შვილისთვის ყველაფერი. ბევრი ფიქრობს, რომ ურთიერთობა ისას ოჯახში ძალიან განსხვავდებოდა ჩვეულებრივი ოჯახის ცხოვრებისაგან, მაგრამ ბიჭი საპირისპიროს ამტკიცებს. თავიანთი მაგალითით მათ სურთ შეცვალონ საზოგადოების წარმოდგენა და დაამტკიცონ, რომ მთავარი სიყვარულია.
ჯად ისა ცხოვრობს, როგორც ჩვეულებრივი მეოჯახე. ის შვილთან ერთად წისქვილზე მუშაობს. გარშემო მყოფები დიდი პატივისცემით ექცევიან. იციან, რომ ჯადი სიამოვნებით და უანგაროდ დაეხმარება ყველას. "ვამაყობ მამაჩემით, მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მუდამ ვგრძნობდი მის თანადგომას", - ამბობს სედერი.
"ყველაზე ამაღელვებელია, როდესაც მამა სიამაყით წარმადგენს სხვებთან". მიუხედავად თავისი მდგომარეობისა, ჯადმა მიაღწია იმას, რომ აღზარდა სამაგალითო და ღირსეული შვილი. ამჟამად, სედარი სტომატოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსზე სწავლობს. "როდესაც ვინმესთან წარმადგენს, სიამაყით ამბობს: "ეს ჩემი შვილია, ის ექიმია".
მისი თვალები ცრემლებით ივსება, თითქოს უნდა თქვას, რომ "მართალია, მე დაუნის სინდრომი მაქვს, მაგრამ ეს ახალგაზრდა ბიჭი ჩემი აღზრდილიაო", - ამბობს სედარი. ისას ოჯახი არის მაგალითი იმისა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, თანადგომითა და სიყვარულით ყველაფერი შესაძლებელია.
"ბებიაჩემს რომ არ ეჩუქებინა სიცოცხლე მამაჩემისთვის, თქვენ ვერ მოისმენდით ჩემს ისტორიას", - აცხადებს სედერი.