
ყველას გახსოვთ პატარძლის თანმხლები პატარა გოგონებს, რომლებიც პატარძალს წინ მიუძღვებიან და გზად ვარდის ფურცლებს ფანტავენ ან პატარძლის შლეიფი უჭირავთ. როგორც წესი, ეს ძალიან ლამაზი და სახალისო სანახაობაა. თუმცა, ამერიკელმა წყვილმა წესების შეცვლა გადაწყვიტა. პატარძალმა ამ მისიის შესასრულებლად პატარა ბავშვების ნაცვლად ოთხი ბებია მიიწვია. მათ კი სიამოვნებით მიიღეს შეთავაზება. ექსპერიმენტმა გაამართლა!
ტანერი და ლინდი ერთმანეთს ორი წლის განმავლობაში

პატარძლის დიდი ბებია, 90 წლის კეტლინ ბრაუნი
ოთხ ქარიზმატულ ბებიას სთხოვეს, რომ ქორწილში დედოფალს წინ გაძღლოდნენ. მათ ერთნაირი ტანსაცმელი ეცვათ და მსგავს აქსესუარებს ატარებდნენ. ხელში კი ვარდის ფურცლებით სავსე კალათები ეჭირათ, რომელსაც ეწერა: "და აი ისიც, პატარძალი".

72 წლის ბეტი ბრაუნი და 76 წლის ვანდა გრანტი
ეს ლინდის იდეა იყო, რომელმაც პატივისცემის ნიშნად, ბებოებს ცერემონიაში მონაწილეობა შესთავაზა. "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ჩვენთან ერთად იყვნენ"- ამბობს ის. ასე გახადა ოთხმა ბებომ წყვილის ქორწილი ერთ-ერთ გამორჩეულ დღედ.

პატარძლის 70 წლის ბებია, ჯოის რაბი
ფოტოგრაფმა, ნატალი კაჰომ საკუთარი შთაბეჭდილება ინსტაგრამ გვერდზე გააზიარა: "ჩემი პროფესიის
მათმა ფოტოებმა სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და მოწონება გამოიწვია.