ქორწილი - ნებისმიერი წყვილისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. ხშირად, ცერემონია ერთფეროვანია, კრეატიული იდეების გარეშე. ეს წყვილი, ამერიკიდან, ტენესის შტატიდანაა და გადაწყვიტეს, რომ რაღაცით შეეცვალათ ტრადიცია.
ყველას გახსოვთ პატარძლის თანმხლები პატარა გოგონებს, რომლებიც პატარძალს წინ მიუძღვებიან და გზად ვარდის ფურცლებს ფანტავენ ან პატარძლის შლეიფი უჭირავთ. როგორც წესი, ეს ძალიან ლამაზი და სახალისო სანახაობაა. თუმცა, ამერიკელმა წყვილმა წესების შეცვლა გადაწყვიტა. პატარძალმა ამ მისიის შესასრულებლად პატარა ბავშვების ნაცვლად ოთხი ბებია მიიწვია. მათ კი სიამოვნებით მიიღეს შეთავაზება. ექსპერიმენტმა გაამართლა!
ტანერი და ლინდი ერთმანეთს ორი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ, 22 სექტემბერს კი დაქორწინება გადაწყვიტეს. მათი ქორწილი კი ყველასთვის მოულოდნელი და საინტერესო აღმოჩნდა.
ოთხ ქარიზმატულ ბებიას სთხოვეს, რომ ქორწილში დედოფალს წინ გაძღლოდნენ. მათ ერთნაირი ტანსაცმელი ეცვათ და მსგავს აქსესუარებს ატარებდნენ. ხელში კი ვარდის ფურცლებით სავსე კალათები ეჭირათ, რომელსაც ეწერა: "და აი ისიც, პატარძალი".
ეს ლინდის იდეა იყო, რომელმაც პატივისცემის ნიშნად, ბებოებს ცერემონიაში მონაწილეობა შესთავაზა. "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ჩვენთან ერთად იყვნენ"- ამბობს ის. ასე გახადა ოთხმა ბებომ წყვილის ქორწილი ერთ-ერთ გამორჩეულ დღედ.
ფოტოგრაფმა, ნატალი კაჰომ საკუთარი შთაბეჭდილება ინსტაგრამ გვერდზე გააზიარა: "ჩემი პროფესიის წყალობით, ძალიან ბევრ შლეიფის დამჭერ გოგონას შევხვედრივარ ქორწილში. მაგრამ, ეს ოთხი ბებო უკონკურენტო იყო. პატარძლების უმეტესობას მხოლოდ ერთი ბებია ჰყავს ქორწილში, ლინდის კი ძალიან გაუმართლა, რომ ოთხი ჰყავს."
მათმა ფოტოებმა სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და მოწონება გამოიწვია.