"იყიდება ბავშვები, ოთხი და-ძმა" - შემზარავი ისტორია გაზეთებიდან, რომელსაც გაგრძელებაც აქვს
"იყიდება ბავშვები, ოთხი და-ძმა" - შემზარავი ისტორია გაზეთებიდან, რომელსაც გაგრძელებაც აქვს
ეს ფოტო 1948 წლის 28 აგვისტოსაა გადაღებული. 2-დან 6 წლამდე ოთხი ბავშვი კიბეზე ზის და ვერ ხვდება, რა ამბავია მათ თავს. დედის, 24 წლის ლუსილ ჩალიფუკსის უკან აბრა დგას, რომელზეც წერია: "იყიდება ბავშვები".

ფოტო, დაახლოებით 60 წლის წინ გამოქვეყნდა ამერიკულ გაზეთებში და საზოგადოების ძალიან დიდი აღშფოთება გამოიწვია. ვერ იჯერებდნენ, რომ დედა შვილებს ასე პირდაპირ და დაუფარავად ყიდდა. ხალხი მას ფულს სთავაზობდა, რომ ბავშვები ასე არ გაემეტებინა. თუმცა, ისინი მაინც გაიყიდნენ.
მეხუთე ვაჟი კი ფოტოს გადაღებიდან რამდენიმე თვის შემდეგ გაჩნდა.

მშობლები არაადამიანურ საქციელს ეკონომიკური სიდუხჭირით ხსნიდნენ. მამამ, 40 წლის რეი ჩალიფუკსმა, სამსახური დაკარგა. სახლის ქირასაც ვეღარ იხდიდნენ და ბინიდან ასახლებდნენ. ამიტომ, ოჯახმა გამოსავალი ბავშვების გაყიდვაში იპოვა. ისინი ამბობდნენ, რომ ამ გზით ბავშვებს იმ ტანჯვას აარიდებდნენ, რაც სიღარიბითა და შიმშილით ექნებოდათ.

მრავალი წლის შემდეგ ჟურნალისტებმა გაყიდული ბავშვები იპოვეს და დაინტერესდნენ, როგორ ცხოვრობდნენ ისინი.

მილტონი (ფოტოზე 4 წლისაა და დასთან ერთად წაიყვანეს)

mshoblebi

ბიჭი დასთან, რეი ანასთან ერთად ფერმერებმა, ჯონ და რუთ ზოეტმანებმა ფოტოს გადაღებიდან ორი წლის შემდეგ იყიდეს.
მილტონი იხსენებს:"პირველივე დღეს მამამ სასტიკად მცემა და მითხრა:"ახლა შენ ჩემი მონა იქნები. მე კი ვუპასუხე - კარგი, თანახმა
ვარ. მაშინ არც ვიცოდი რას ნიშნავდა ეს სიტყვები."

მშვილებელი დედა კი ბიჭს ჩაეხუტა და უთხრა:"შენ ჩემი პატარა ბიჭუნა იქნები". ამის მიუხედავად, ცემა არ შეწყვეტილა. ბავშვები მინდორში სამუშაოდ უნდა წასულიყვნენ და ბეღელში უნდა დაეძინათ, საჭმელად კი არაქისის კარაქი ჰქონდათ.
მილტონზე ფიზიკური ძალადობა რომ არ შეწყდა, ის ბიძასთან და დეიდასთან გადასახლდა, შემდეგ კი სოციალურმა სამსახურმა სხვა ოჯახში წაიყვანა.

ბიჭი რომ გაიზარდა, აგრესიული ქცევით გამოირჩეოდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს პოლიცია გამოიძახეს და მან მათზეც მიიტანა იერიში, რის შედეგადაც დააპატიმრეს. საზოგადოებისათვის საფრთხეს წარმოადგენდა და ამიტომ ფსიქიატრიულ კლინიკაში წაიყვანეს. შიზოფრენიის დიაგნოზით 1967 წლამდე მკურნალობდნენ.
შემდეგ მილტონი არიზონაში გადასახლდა და დაქორწინდა.

დედას მხოლოდ ერთხელ, 1970 წელს შეხვდა. იმ დროისათვის, ლუსილი მეორე მეუღლესთან ცხოვრობდა, რადგან პირველმა ქმარმა ერთ-ერთი ჩხუბის დროს სახლიდან გამოაგდო. მას მეორე ქმართან 4 შვილი ჰყავდა.
მილტონი ამბობს, რომ დედამისს არასდროს უყვარდა და არც არასდროს ნანობდა ჩადენილ საქციელს.

რეი ანა (ფოტოზე 5 წლისი იყო) ის 2 დოლარად გაიყიდა

mshoblebi

გოგონა სულ ინახავდა პატარა კაბას, რომელიც სახლიდან წასვლისას ეცვა. არ გააჩნია არანაირი საბუთი, რომელიც მის გაყიდვას ან გაშვილებას ასახავს. არც ფოტოს გადაღების ისტორია ახსოვს, მაგრამ იხსენებს, რომ იმ ოჯახში, სადაც იზრდებოდა, მუდმივ ძალადობას განიცდიდა.

17 წლის ასაკში გაიტაცეს და გააუპატიურეს. შემთხვევის შედეგად, დაორსულდა. მშობლებმა სახლში აღარ მიიღეს და დედათა თავშესაფარში გაგზავნეს ბავშვთან ერთად. თუმცა დედამ შვილზე უარი თქვა.

რამდენიმე წლის შემდეგ რეი ანამ გადაწყვიტა დებისა და ძმის პოვნა. 21 წლის ასაკში ნახა დედა. რეი ანაც იხსენებს, რომ დედას არ უყვარდა და არც ნანობდა ჩადენილ საქციელს.

ლანა ( ფოტოზე ყველაზე უფროსია, 7 წლის)

როგორ ცხოვრობდა ის, უცნობია. ლანა სიმსივნით დაავადდა და იქამდე გარდაიცვალა, ვიდრე რეი ანა მის შესახებ რაიმეს გაიგებდა.

სიუ ელენი ( ფოტოზე 2 წლისაა)

mshoblebi

როდესაც 70 წლის რეი ანა უმცროს დას შეხვდა, ის უკვე სიმსივნით იყო დაავადებული და ლაპარაკი აღარ შეეძლო, თუმცა, ძალიან გახარებული და ბედნიერი იყო შეხვედრით.

შემთხვევის შემდეგ, რეი ანამ კიდევ ერთხელ თქვა, რომ დედამისი ჯოჯოხეთის ცეცხლში დაწვას იმსახურებდა.

დევიდი ( ფოტოს გადაღების დროს ჯერ კიდევ არ იყო დაბადებული)

mshoblebi

ბიჭი 1949 წელს დაიბადა და ისიც გაყიდეს. იმ ფერმასთან ახლოს ცხოვრობდა, სადაც რეი ანა და მილტონი იზრდებოდნენ და ხანდახან მათთან ველოსიპედითაც მიდიოდა. ხშირად ხედავდა, როგორ სცემდნენ მათ.

დევიდის მშვილებელი ოჯახი მორწმუნე იყო და ბიჭსაც ასე ზრდიდნენ, თუმცა 16 წლის ასაკში მან გაქცევა მოახერხა და 20 წელი ჯარში მსახურობდა. იქედან დაბრუნების შემდეგ, ტრაილერის მძღოლად დაიწყო მუშაობა.

დედა მანაც მხოლოდ ერთხელ ნახა. მაშინ, მან უთხრა, როგორ ჰგავდა მამამისს, მაგრამ ბოდიში არ მოუხდია.

"არ ღირს განსჯა, ყველანი ადამიანები ვართ და შეცდომებსაც ვუშვებთ, შეიძლება დედას უბრალოდ სურდა ჩვენი დაცვა სიკვდილისა და შიმშილისაგან. შეიძლება უკეთესი მომავალი უნდოდა ჩვენთვის"- ამბობს დევიდი.

4678
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
keti
0
სიტკვები არ არსებობს რომ აპატიო მაგ საკციელზე მსჰობლებს მიტუმეტეს სჰესტავაზეს ტანხა ოგომნდ არ გაეკიდატ ემუსჰავატ რა გამოდის ვინც სამსახურს დაკარგავს და უმუსჰევარი აგმოცჰნდება სჰვილები უნდა გაკიდოს განკიცხვიტ არ ვამბობ მაგრამ ცჰემი სჰეხედულებიტ არასაპატიო მსჰობლები არიან
18:11 / 22-10-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?