თათია შარანგია ხშირად წერს ემოციურ პოსტებს სოციალურ ქსელში. პიანისტი და ტელეწამყვანი სამი შვილის დედაა და მრავალშვილიანი დედობის ბედნიერებას გარშემო მყოფებს უზიარებს ხოლმე.
ამჯერად სამივე ვაჟთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა შემდეგი წარწერით:
"ჩემი სიმდიდრე!!! გულიკები, რომლის გამოც ღირდა დაბადება, ყველა დაბრკოლების გადალახვა, ბევრ რამეზე უარის თქმა....
როცა ედუ გავაჩინე, სამყარომ იცვალა ფერი... მივხვდი, რომ მხოლოდ საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნოდი... როცა სანი გავაჩინე, კითხვა გამიჩნდა - რით დავიმსახურე ამხელა საჩუქარი?.. როცა ეს პატარა სოკო ანდრიკელა გავაჩინე, მივხვდი, რომ ცხოვრება შედგა. ჯანმრთელი შვილები უნდა ჰყავდეს ყველა მშობელს, ეს არის ბედნიერება".