ინტერნეტში გავრცელებული ეს ვიდეო მრავალი მშობლის აღშფოთების მიზეზი გახდა. ვიდეოს აღწერის თანახმად, ორთოპედი ბავშვს სინჯავს. თუმცა მისი მეთოდები საზოგადოებისთვის საკმაოდ მიუღებელია.
"ეს ექიმი კი არა, არანორმალურია! ვინ სინჯავს ასე ბავშვს?", "მშობლები სად არიან, გამოართვან ბავშვი!" - ასეთი შინაარსის კომენტარი ბევრი აქვს ვიდეოს.
ჩვენ დავუკავშირდით ორთოპედ ლევან ქაჯაიას და მას ვკითხეთ აზრი გავრცელებულ ვიდეოზე. მისი თქმით ბავშვის ამგვარი გასინჯვა არის სრულიად მიუღებელი.
- მსგავსი ტიპის გასინჯვა არანაირ დამატებით ინფორმაციას არ იძლევა და არის საფრთხის შემცველი ბავშვის ჯანმრთელობისთვის.
სალომე გორგოშიძე