თბილისის ბოტანიკურ ბაღში გაქცეულ გიურზას ეძებენ - გველი ექსკურსიაზე მყოფმა ბავშვებმა აღმოაჩინეს - მშობლები

თბილისის ბოტანიკურ ბაღში გაქცეულ გიურზას ეძებენ - გველი ექსკურსიაზე მყოფმა ბავშვებმა აღმოაჩინეს

2019-10-22 13:24:44+04:00

თბილისის ბოტანიკურ ბაღში გიურზას ეძებენ. როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში გვითხრეს, პარასკევიდან დღემდე ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ქვეწარმავალი ჯერ ვერ აღმოაჩინეს. გიურზას ფოტო ექსკურსიაზე მყოფმა ბავშვმა გადაუღო:

"ფოტო გადაღებულია ბოტანიკურ ბაღში, მინდა აღვნიშნო, რომ აქ ეს სახეობა, კონკრეტულად გიურზა, არ აღწერილა და არც დაუჭერიათ. ეს ინფორმაცია პარასკევს გავიგეთ, იქედან მოყოლებული ოთხი დღეა მიმდინარეობს ტერიტორიიის მონიტორინგი, მცირე ხნით შეიზღუდა კიდეც ვიზიტორების გადაადგილება. ორშაბათს ცხოველთა მონიტორინგის სპეციალისტებიც ჩაერთვნენ საქმეში. ჯერ-ჯერობით ვერაფერი აღმოაჩინეს. როგორც ვიზიტორების, ასევე თანამშრომების უსაფრთხოება დაცულია, რადგან ჩვენი სპეციალისტები ტერიტორიას არ ტოვებენ"- ამბობს გიორგი თარხნიშვილი, თბილისის ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი.

თამარ იაკობაშვილი

altრომელ სართულამდე შეუძლია გველს აძრომა და როგორ შეიძლება მოხვდეს კორპუსის ბინებში - სპეციალისტი გირჩევთ, როგორ უნდა მოიქცეთ, თუ გველს გადაეყარეთ ან დაგკბინათ

altგველი ქალს ლოგინში შეუძვრა და დაკბინა - შემთხვევა გორის რაიონში