ექიმი, ოტორინოლარინგოლოგ-ფონიატრი ირინა ქაცარავა საგანგაშო სტატისტიკის შესახებ წერს, რომელიც ნამდვილად ყურადსაღებია, განსაკუთრებით მწეველებისთვის:
"დიდი ხანია ვაკვირდები და ჩემი მცირედი სტატისტიკის და საკმაოდ დიდი ვიდეომასალის საფუძველზე მინდა ქართულ რეალობასთან სამწუხაროდ აღვნიშნო, რომ კვირაში მომმართავს მინიმუმ 3-4 პაციენტი - მამაკაცი, ასაკით 50-70 წლის, მწეველი, 3-4 კვირის დისფონიის და დისფაგიის (ხმის ჩახლეჩა და ყლაპვის გაძნელება) ანამნეზით. ხორხის ვიდეოდათვალიერების შემდგომ დიაგნოზით: ხორხის კიბო...
ასეთი პაციენტები, რა თქმა უნდა, იგზავნებიან ონკოლოგიურ კლინიკაში, რათა ჩაუტარდეთ ადექვატური მკურნალობა. პირადად ჩემთვის საგანგაშო სტატისტიკაა!!!
მინდა გავამახვილო ყურადღება, კოლეგების ღრმა პატივისცემით, პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ დისფონია 2-3 კვირის განმავლობაში, აუცილებელია ჩაუტარდეთ ხორხის ვიდეოსტრობოსკოპიული კვლევა, ხორხის დაავადებების ზუსტი და დროული დიაგნოსტიკისთვის!
ბოდიშს გიხდით არაესთეტიკური ფოტოებისთვის, ეს მხოლოდ მცირედია იმ დიდი რაოდენობის ვიდეომასალიდან, რომელიც ზემოთ აღვნიშნე".
#აირჩიეთცხოვრებისჯანსაღიწესი
#არასიგარეტს
"განსაკუთრებული სიფრთხილე მოზარდებთან გვმართებს... უკვე ძალიან ბევრი შემთხვევაა"