მამა პეტრე (კვარაცხელია) თავის ფეისბუქგვერდზე ხშირად დებს ოჯახის წევრების ფოტოებს. ყველაზე მეტი აჟიოტაჟი ყოველთვის მისი ქალიშვილის - მარიამის ფოტოებს მოჰყვება ხოლმე. ამჯერად მარიამის ახალ სტილს გამოეხმაურნენ სოციალურ ქსელში და პეტრე კოლხის სტატუსმაც არ დააყოვნა:
"...რა მოხდა, თურმე!..
"მარიმ თმები თეთრად შეიღება, მამა პეტრე რა ცუდი ადამიანია, როგორ მისცა სტუდენტ გოგონას იმის უფლება, რომ თმის სტილი თავად შეერჩია. ამიტომ გვემხობა თავზე ყველაფერი, ასეთი ოჯახები რომ არსებობს, სადაც "ყველა თავის ჭკუაზე დადის"!..
P.S. ამაზე მსჯელობაც არ ღირს... ძალიან მალე მთვარეზე შეიძლება კორპუსები ააშენონ, იაპონიამ სახლები გამოიგონა, მიწისძვრის დროს ჰაერში რომ იწევა... საცობსაწინააღმდეგო ტაქსები დგას რიგში... მეცნიერება წინ მიიწევს...
აქ, ჩვენთან კი, გავძეგლდით და მარტო ის გვაწუხებს, ვის რა აცვია, ვინ სად დადის, ვინ ვისთან წვება, რომ წვება, რატომ წვება... ვიღაც რომ იცინის, რატომ იცინის, ან ამდენი გლოვა რატომ არის საჭირო... თუ ვინმე ბედნიერია, რა აბედნიერებს იმ უბედურს, ტიტანიკი რომ ჩაიძირა, არ იცის?!
დავანებოთ სხვის ცხოვრებას თავი, თორემ ჩვენი ისე ჩაგვიქროლებს, თვალის დახამხამებას ვერ მოვასწრებთ...
ჩვენ ისე ვიცხოვროთ, როგორც გვესმის, სხვა თავად გადაწყვეტს თმის ღერი თეთრი ექნება და იისფერი...
მიყვარხართ!.."