მშობლების უმეტესობა აღიარებს, რომ შვილების აღზრდა რთული საქმეა. თუმცა, აღნიშნავენ, რომ ბავშვების არსებობას მათ ცხოვრებაში ძალიან დიდი სითბო მოაქვს და ყველა პრობლემისა და სირთულის გადაჭრაში ეხმარებიან. არსებობენ ისეთი დედებიც, რომლებიც გვიან ან ვერასდროს ვერ აცნობიერებენ იმ ბედნიერებას, რაც მოაქვს დედობას, ან უბრალოდ არ არიან მზად ამისთვის, ან როგორც იტყვიან ხოლმე, "არ არიან დაბადებული დედობისთვის". ასეთი ქალები თავადაც იტანჯებიან შემდეგ ამით, ხშირად მათი იმედგაცრუება და დეპრესია შვილებზეც გადადის და საერთო ჯამში, საკმაოდ ნეგატიური წრე იკვრება. ეს ხშირად სრულდება შვილების მიტოვებით და სხვა მსგავსი ფაქტებით.
ეს რამდენიმე დედის მოგონებაა, რომლებიც ამაზე საუბრობენ და სურთ თავიანთი გამოცდილებით გააფრთხილონ ყველა ქალი, რომ ფსიქოლოგირად კარგად მოემზადონ დედობისთვის, გააცნობიერონ ეს პასუხისმგებლობა, ის სურთულეები, რაც ამას ახლავს და მაქსიმალურად მზად შეხვდნენ ამ დიდ ბედნიერებას. ასევე სურთ ურჩიონ ქალებს, რომლებიც ვერ ძლევენ მშობიარობის შემდგომ დეპრესიას ან მათი მსგავსი ფიქრები აქვთ და დედობის სიხარულს ვერ გრძნობენ, აუცილებლად დაუკავშირდნენ ფსიქოლოგებს და მათთან ერთად ეცადონ პრობლემის გადალახვას.
"დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, არასდროს გავაჩენდი შვილს", - ამბობს რეიჩელი. ახლა ის 50 წლისაა და შვილებს მარტო ზრდის. მას სამი შვილი ჰყავს, ყველაზე უმცროსი 17 წლისაა.
"დიდი ხნის განმავლობაში თავს ცუდად ვგრძნობდი, რადგან საკუთარ თავზე ამხელა პასუხისმგებლობა ავიღე. ამ პატარა არსებებს ჩემი იმედი ჰქონდათ. მეჩვენებოდა, რომ დედობა უსასრულო ციკლი იყო. ბავშვს ბოთლს ან საჭმელს ჩრი პირში და ამ დროს, როგორ უნდა გამხიარულდე? ყვირილი მინდოდა. თუ დედობაზე ოცნებობთ, მაგრამ თქვენ დედობრივი ინსტინქტი არ გაგაჩნიათ, მაშინ ხაფანგში ხართ".
რეიჩელი აღიარებს, რომ არ უფიქრია, რამხელა გავლენას მოახდენდა შვილების დაბადება მასზე, თორემ არასდროს გააჩენდა.
"გახსენდება, რომ არ იყავი კარგი დედა და ამის გამო იდანაშაულებ თავს. ეს გრძნობა არასდროს მშორდება."
ქალი ამბობს, რომ ამის აღიარება რთულია იმიტომ, რომ ხალხს "ცუდი ადამიანის" შთაბეჭდილება რჩება მასზე.
რეიჩელი საკუთარ გამოცდილებას სასოწარკვეთილ დედებს უზიარებს: "თავს მარტოსულად ვგრძნობ, მეჩვენება, რომ ყველაფერი რიგზე არაა. ვინმესთან საუბარი რომ შემძლებოდა, უკეთესი დედა ვიქნებოდი"- ჰყვება ის.
"ადრე პატარა, ბედნიერი ოჯახი წარმომედგინა, სახლი ბაღით და ბავშვებით, რომლებიც სკოლაში გარბიან - თუმცა ეს ჩემს შემთხვევაში ზღაპარი აღმოჩნდა", - ამბობს ელისონი. ის ნაშვილები იყო და ყოველთვის ოცნებობდა საკუთარი ოჯახის შექმნაზე. მაგრამ, პირველი შვილის გაჩენის შემდეგ, აღმოაჩინა, რომ დედობრივი გრძნობა არ აქვს. სასოწარკვეთილი იყო და სამსახურს მშობიარობიდან ექვსი თვის შემდეგ დაუბრუნდა.
"ვფიქრობდი, რომ ძიძას დავუტოვებდი ბავშვს და დასვენების დღეებს ჩემთვის გამოვიყენებდი. იმიტომ კი არა, რომ მასთან არ მინდოდა დროის გატარება, იმიტომ, რომ არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, როგორ მეთამაშა".
ელისონსა და მის ქმარს არ სურდათ, რომ მათი ვაჟი ერთადერთი შვილი ყოფილიყო ოჯახში, ამიტომ, გადაწყვიტეს, კიდევ ერთი გაეჩინათ. ახლა ორივე ბიჭი უნივერსიტეტში დადის.
ქალი იხსენებს, რომ წინასწარ რომ სცოდნოდა, დედობრივი ინსტინქტი არ ექნებოდა, შვილებს არ გააჩენდა.
ელისონი აღიარებს, რომ უყვარს შვილები, თუმცა ეგოისტიცაა. მისი აზრით, ბევრი ქალი ამაზე არ საუბრობს იმიტომ, რომ ეშინიათ "ცუდი დედის" იარლიყის.
ჯოიმ 20 წლის წინ გააჩინა გოგონა და მალევე გააცნობიერა, რომ დედობა არ სურდა. "ყველა საუბრობდა არანორმალურ სიყვარულზე, რასაც ბავშვის დაბადების შემდეგ განიცდიან, მაგრამ მე მსგავსი არაფერი მიგრძნია. მე უბრალოდ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი." - ამბობს ის.
ჯოი ცდილობდა გოგონა სიყვარულითა აღეზარდა, თუმცა, მისი თქმით, ეს ძალიან რთული იყო. ქალი თვლის, რომ მას არ აქვს დედობრივი ინსტინქტი. "მეჩვენება, რომ არ მაქვს უნარი ვიყო თბილი, მოსიყვარულე დედა. დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ სხვა დედები უბრალოდ ხუმრობდნენ დედობრივი გრძნობების აღწერისას".
ჯოი ამბობს, რომ არ სურდა სამსახურში დაბრუნება, კარიერისა და ბიზნესის განვითარება, მისი თქმით, დედობამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ქალმა იცის, რომ მისის გოგონა ხშირად დაეჭვდება ხოლმე მის სიყვარულში. "მე ის მიყვარს, უბრალოდ, ძალიან ახლო ურთიერთობა არ გვაქვს", - ამბობს ის.
რა არის მშობიარობის შემდგომი დეპრესია და როგორ უნდა ებრძოლოთ მას