3 წლის იყო, როცა სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო. მერე იყო ბევრი ოპერაცია, პლასტიკური ქირურგიაც ჩაუტარდა, მაგრამ თვალისთვის შესამჩნევი ნაიარევები ისევ აქვს. ბევრს შრომობს, მაგრამ მორიგი ოპერაციისთვის ფულს ვერაფრით მოუყარა თავი. ცდილობს, მიუხედავად იმისა, რომ სამყარო სასტიკია, თვითონ გაუღიმოს ყველას და ყველაფერს, მაგრამ არ გამოსდის, რადგან გულს
- მინდა მოგიყვეთ ჩემ შესახებ. დავიბადე 1992 წლის 17 ოქტომბერს, მცხეთაში. სამი წლის ვიყავი, როდესაც დავიწვი - სახის მძიმე დამწვრობა მივიღე, არაერთი ოპერაცია ჩამიტარდა, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი და 5 წლის ასაკში გერმანიაში გადამიყვანეს სამკურნალოდ. მართალია, ოჯახს ჩემი მკურნალობისთვის საჭირო სახსრები არ გააჩნდა, მაგრამ იყვნენ კეთილი ადამიანები, რომლებიც გვეხმარებოდნენ. ერთი წელი ვიყავი გერმანიაში, ერთი წლის შემდეგ დავბრუნდი საქართველოში და მივედი სკოლაში. იმ პერიოდში რთული იყო ყველაფერი, რადგან მესმოდა, ჩემს ზურგს უკან როგორ კითხულობდა ყველა, თუ რა მჭირდა? ასე გაგრძელდა რამდენიმე კვირა. ბავშვებსაც უჭირდათ ჩემთან თამაში, სანამ არ მიხვდნენ, რომ მეც მათნაირი ვიყავი...
- როგორ მიიღე დამწვრობა, გახსოვს?
- როგორც უკვე აღვნიშნე, მაშინ სამი წლის ვიყავი. სახლში მე და ჩემი და ვიყავით, დედა სამსახურში იყო, მამა - ეზოში. როდესაც გავიღვიძე, იქვე ასანთი დავინახე, ავიღე და თამაში დავიწყე. თამაშისას ცეცხლი ჩემს ჩითის კაბას მოედო. ავტირდი. ტირილის ხმაზე ჩემს დას გაეღვიძა და საშველად მამას დაუძახა, მაგრამ... ძალიან სწრაფად ცეცხლი მომედო მთელ ტანზე და მესამე ხარისხის დამწვრობა მივიღე. დამეწვა ყელი, კისერი, ხელი მთლიანად, იღლიები, ფეხები მუცელი...- გერმანიაში მკურნალობის მერე რა შედეგი მიიღეთ?
- იმ დროისათვის ჩემს ოჯახს არანაირი სახსრები არ გააჩნდა და კეთილი ადამიანების წყალობით რისი მოგროვებაც შევძელით, იმის მიხედვით მიმკურნალეს... გერმანიაში ჩამიტარდა სამი ოპერაცია: ხელზე, რომელსაც ვერ ვწევდი მაღლა; თითებზე, რომელსაც ვერ ვშლიდი და ფეხზე - რადგან მარჯვენა ფეხის გადადგმა მიჭირდა... ვერ გამოვყოფ, ყველაზე მეტად სხეულის რა ნაწილი იყო პრობლემური, ყველაფერი მაწუხებდა...მაგრამ ყველაზე რთული ის წუთები იყო, როცა ჩემზე ჩურჩულებდნენ. გადიოდა წლები, მე კი ვხვდებოდი, რომ ჩემი ნაიარევების გამო, უფრო და უფრო ვიქცევდი გარშემო მყოფების ყურადღებას. ხშირად მოურიდებლად იშვერდნენ თითს ჩემკენ, - ნახე რა სჭირს, რას ჰგავსო. ეს ჩემთვის მძიმე გადასატანი იყო... როგორც აღვნიშნე, მძიმედ მქონდა დამწვარი ყელი და თავს ვერ ვწევდი მაღლა, ხელს ვერ ვშლიდი, ტანზე უამრავი ნაკერი, ნაწიბური დამრჩა... გავიზარდე და ჩემთან ერთად ეს ნაწიბურებიც იზრდებოდა. განაგრძეთ კითხვა