"ნინის კითხვის საათი" გრძელდება და როგორც ყოველ შაბათს, ამ შაბათსაც ელოდება პატარებს მშობლებთან ერთად. ბევრისთვის ეს შაბათები უკვე ტრადიციად იქცა, რადგან ბავშვები მშობლებთან ერთად, წიგნების, საინტერესო ამბების და საჩუქრების გარემოცვაში მშვენიერ დროს ატარებენ, სწავლობენ ანალიზს, შეკითხვების დასმას, უყვარდებათ წიგნები, ხვდებიან ცნობილ ადამიანებს...
ამჯერად "ნინის კითხვის საათს" ცნობილი მსახიობები - ილო ბეროშვილი და ანი ბებია უმასპინძლებენ. ანი და ილო, პატარებს წაუკითხავენ საბავშვო ზღაპრებს. ღონისძიების დასასრულს კი ბავშვებს შეუძლიათ დახატონ მოთხრობის გმირები და მიიღონ საჩუქრები.
გარდა ამისა, კითხვის საათზე მშვენიერი სიახლეა მშობლებისთვის - კაფე "პიატო" ყველა მშობელს, ვინც თან ახლავს ხოლმე პატარებს კითხვის საათზე, 20% ფასდაკლების ვაუჩერს აჩუქებს.
დასწრების ღირებულება მხოლოდ 5 ლარია (და მხოლოდ ბავშვისთვის). მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით