კერი ბანკერი და კელი იოლი ტყუპი დები არიან ამერიკიდან, იუტას შტატიდან. ისინი ამბობენ, რომ ერთმანეთისთვის არა მხოლოდ დები, საუკეთესო მეგობრებიც არიან. კერი და კელი ყველაფერს ერთად აკეთებენ, მეზობლად ცხოვრობენ და ერთად ზრდიან ცხრა შვილს.
მათ შესახებ კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტია, 5 წლის განმავლობაში 2-2 ტყუპი შეეძინათ, რაც იშვიათი შემთხვევაა.
ქალები შვილს დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ. ხელოვნური განაყოფიერების შედეგად, 2010 წელს, 36 წლის ასაკში კელის ტყუპი შეეძინა. 11 თვის შემდეგ კერიმაც გაიგო შესანიშნავი ამბავი, ისიც ტყუპს ელოდა. მშობლები ძალიან გახარებულები იყვნენ, რადგან ექიმის მტკიცებით, მათ ხელოვნური ჩარევის გარეშე შვილი არ ეყოლებოდათ.
ექვსი წლის შემდეგ კვლავ გაიგეს სასიხარულო ამბავი. ორივე და კვლავ ტყუპს ელოდა. ბავშვები სამი კვირის ინტერვალით დაიბადნენ.
"ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. ჩემი მშობლები მეუბნებოდნენ, რომ ასეთი სასწაული არ შეიძლებოდა, რომ მომხდარიყო. მაგრამ, ასე მოხდა."- აცხადებს კერი.
კერიმ და კელიმ გადაწყვიტეს ერთად გაეზარდათ სამი ვაჟი და ექვსი გოგონა და ერთმანეთის ახლოს შეიძინეს სახლი.