შეიძლება ძველ ფოტოალბომს ათვალიერებდეთ და სურათებზე აღბეჭდილი ნათესავები თვალით არ გყავდეთ ნანახი, მაგრამ უცებ აღმოაჩინოთ თქვენი თავი, ოღონდ ძველებურ ტანსაცმელში. რაც უფრო ახლოდან უყურებთ, მით უფრო გაუგებარია, იქ როგორ აღმოჩნდით. ოთახში კი შემოდის დედა ან მამა და გეუბნებათ, რომ სურათზე თქვენი დიდი ბაბუაა და მათ არაერთხელ უთქვამთ, რომ ისე ჰგავხართ ერთმანეთს, როგორც წყლის ორი წვეთი.
ძალიან ხშირად ნათესავები ერთმანეთს ჰგვანან. მაგრამ, კანადელმა ფოტოგრაფმა ულრიკ კოლეტმა გადაწყვიტა ყურადღება გენეტიკისთვის დაეთმო და უნიკალური ფოტოპროექტი შექმნა.
მან ნათესავების ნახევარი სახეები შეაერთა და აჩვენა, თუ როგორ ჰგვანან ისინი ერთმანეთს.
ტყუპი და-ძმა: ალექსი და ცანდრინი, 20 წლის
დედა და ქალიშვილი: რეჯანი, 64 წლის და მარილენი, 35 წლის
ძმები: ლოიდი, 30 წლის და ჟან-ფილიპი, 27 წლის
მამა და ქალიშვილი: ჰამი, 64 წლის და სოფია, 37 წლის
დედა და ქალიშვილი: სოფალი, 62 წლის და სოფია, 37 წლის
დები: მაქსიმი, 16 წლის და ჯულიეტი, 13 წლის
ძმები: ერიკი, 39 წლის და დენი, 31 წლის
და-ძმა: ისმაელი, 12 წლის, ნატანი, 11 წლის
ბებია და შვილიშვილი: ჯინეტი, 61 წლის და ისმაელი, 12 წლის
დედა და ვაჟი: ჯინეტი, 61 წლის და მათე, 30 წლის
დედა და ქალიშვილი: ნსირა, 49 წლის და მარი-პირი, 18 წლის
და-ძმა: კარინა, 29 წლის და დენი, 25 წლის
ბიძაშვილ-მამიდაშვილები: ჟუსტინი, 29 წლის და ულრიკი, 29 წლის
ტყუპი: ლოურენსი და კრისტინა, 20 წლის
იგივე გოგონები, ახლა უკვე 25 წლის ასაკში
მამა და ვაჟი: კლოდი, 54 წლის, და ბენუა, 23 წლის
დები: ჟუსტინი, 34 წლის და ემილი, 36 წლის
ძმები: რენო, 17 წლის და კრისტოფი, 19 წლის
დედა და ვაჟი: მედინგი, 41 წლის და რენო, 17 წლის
დედა და ვაჟი: მედინგი, 41 წლის და კრისტოფი, 19 წლის
დები: ანა-სოფია, 19 წლის და პასკალი, 16 წლის
მამა და ვაჟი: დენისი, 53 წლის და უილიამი, 28 წლის
და-ძმა: პასკალი, 45 წლის და დევიდი, 36 წლის
დები: ელოდი, 24 წლის და ოდრი, 30 წლის
და ბოლოს, თავად ფოტოგრაფი ვაჟთან ერთად: ნათანი, 7 წლის და ულრიკი, 29 წლის
სურთების ნახვის შემდეგ, კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რამხელა მნიშვნელობა აქვს გენეტიკას. საინტერესო იქნება, გარდა გარეგნობისა, კიდევ რა თვისებებით ემსგავსებიან ერთმანეთს ნათესავები. თუმცა, ეს მხოლოდ ახალი პროექტის იდეაა.
შერეული სისხლის სილამაზე - როცა მშობლები სხვადასხვა ეროვნებისანი არიან
რაზეა დამოკიდებული ბავშვის თვალის ფერი და სხვა ნაკვთები - გენეტიკის სასწაულები