ეს საოცარი ამბავი 2015 წლის იანვარში მოხდა და იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა უამრავ ადამიანზე, რომ 2019 წელს მასზე ფილმი გადაიღეს - "აღმოჩენა".
ყველაფერი კი ასე მოხდა: 14 წლის მოზარდი ჯონ სმიტი 2015 წლის 19 იანვარს ორ მეგობართან ერთად გაყინულ ტბაზე ჰოკეის თამაშობდა ენტ-ლუისში, მისურის ტატში. მოულოდნელად ყინული ჩატყდა და სამივე ბიჭი წყალში ჩავარდა. ორმა მალევე მოახერხა ამოძრომა, ჯონი კი მთელი 15 წუთი იყო წყლის ქვეშ,
როდესაც მაშველებმა ამოიყვანეს, ის ჩვეულებრივი დამხრჩვალი ადამიანი იყო - არ სუნთქავდა, პულსი არ ჰქონდა, სიცოცხლის არავითარი ნიშანწყალი არ გააჩნდა.
მაშველები და სასწრაფოს ექიმები შეეცადნენ მის რეანიმირებას, თუმცა ბავშვი არ გამოფხიზლებულა. საავადმყოფოში კიდევ სცადეს სხვადასხვა საშუალებით მისი ამქვეყნად დაბრუნება, ამასობაში45 წუთი იყო გასული, რაც ბიჭი უგონო მდგომარეობაში გახლდათ.
მედიკოსებმა უკვე გადაწყვიტეს, რომ ბიჭი გარდაიცვალა.
"როცა დამირეკეს, ეს სწორედ ის ზარი იყო, რისიც ყველა მშობელს ეშინია", - იხსენებს ჯოის სმიტი, ჯონის დედა.
ჯოისი და ბრაიან სმიტები ღვიძლი მშობლები არ იყვნენ. მათ ბიჭუნა გვატემალაში იშვილეს, სადაც სოციალურ სამსახურში მუშაობდნენ. ბიჭი მშობლებმა მიატოვეს და 5 თვის იყო, როცა სმიტების მოსიყვარულე ოჯახში აღმოჩნდა. წყვილს იმ დროისთვის ორი ზრდასრული შვილი ჰყავდა, მაგრამ მაინც აიყვანეს ჯონი და ყველანაირად ცდილობდნენ, მისთვის არგი აღზრდა და განათლება მიეცათ.
როცა ჯოისი საავადმყოფოში მივიდა, ექიმებს უკვე დაკარგული ჰქონდათ იმედი. დედა პალატაში შეუშვეს შვილის ცხედართან გამოსამშვიდობებლად. თუმცა სასწაულიც სწორედ ამ დროს დაიწყო.
ჯოისი ღრმად მორწმუნე ქრისტიანია და ლოცვა აღავლინა იქვე, პალატაში. "როცა შევედი ოთახში, მისი გაყინული, გალურჯებული სხეული დავინახე. ვხვდებოდი, რომ ის უკვე წავიდა, მაგრამ ვაგრძელებდი ხმამაღალ ლოცვას. მედდა იქვე იდგა და ისევ და ისევ უსინჯავდა პულსს, მაგრამ გულისცემა არ იყო. და უცებ, თითქოს რაღაცამ გაირბინა ჩემი შვილის სხეულშ ელექტროძაბვასავით და ექთანმა ძალიან სუსტი პულსი იგრძნო.
ჯონის გულისცემა ნამდვილი შოკი იყო ექიმებისთვის. ყველა თავზე შემოეხვია და პრაქტიკულად გარდაცვალებიდან 45 წუთში სიცოცხლისკენ მობრუნებული ბიჭის რეანიმირება განაგრძეს.
შემდეგ იყო კიდევ სხვა სასწაულები - თუ როგორ გამოფხიზლდა ბიჭი სრულიად საღ გონებაზე მყოფი, როცა ყველას ეგონა, რომ ტვინი სერიოზულად დაზარალდებოდა სისხლის მიმოქცევის ხანგრძლივი შეწყვეტისგან. ეს იყო ნამდვილი სასწაული, რომელსაც შვილზე მლოცველი დედა ახდენდა. ის გვერდით იყო ასევე მათი ეკლესიის მღვდელი, რომელიც ასევე არ მოსცილებია პალატას. ჯონისთვის ლოცულობდნენ მისი კლასელები, მისი მეგობრები და მათი მრევლის წევრები. ფაქტია, რომ სასწაული მართლაც მოხდა და ბავშვი, რომლის გადარჩენის აღარავის სჯეროდა, დედის გარდა, რამდენიმე დღეში პალატაში დააბრუნეს, მერე კი ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდა.
ამბავმა მსოფლიო მოიცვა. ჯოისმა წიგნიც დაწერა - "შეუძლებელი. ამბავი იმაზე, როგორ დაეხმარა დედას რწმენა მისი შვილის სიცოცხლისკენ მობრუნებაში". სწორედ ამ წიგნის მიხედვით გდაიღეს მოგვიანებით ფილმი.
ჯონი ამბობს, რომ სურს მღვდელი გახდეს და ადამიანებს უქადაგოს. ამბობს, რომ მხოლოდ ღმერთის წყალობით გადარჩა და დედი სყვარულის ძალით.
მას შემდეგ მედიკოსებმა ბევრი იფიქრეს ამ შემთხვევაზე. იმ ფაქტის ერთადერთი ახსნა, რომ ტვინი არ დაზიანდა, არის ის, რომ წყალი ყინულიანი იყო და მალევე გაყინა სხეული. ამიტომაც არ დაზიანდა ტვინი. თუმცა 45-წუთიანი სრული კომის შემდეგ, როცა გულისცემაც აღარ იყო, როგორ დაუბრუნდა პულსი გარდაცვლილად აღიარებულ ბიჭს, ამის ახსნა არავის აქვს.