გულშემატკივრები ყოველთვის დიდი ინტერესით აკვირდებიან ვარსკვლავების სასიყვარულო ურთიერთობებს. ცხოვრებაში ბევრი პრობლემაა, თუმცა ჩვენი საყვარელი გმირები თავიანთი ურთიერთობით ხშირად ხდებიან მაგალითის მომცემნი. ისინი მაგალითს აძლევენ საზოგადოებას, თუ როგორ უნდა იცხოვრო ერთად ძალიან დიდხანს და გადაიხადო ოქროსა და ბრილიანტის ქორწილი.
ჰოლივუდის ვარსკვლავები, კირკ დუგლასი და ენ ბაიდენსი 65 წელია ცოლ-ქმარი არიან. მამაკაცი 100 წლისაა, ქალი კი - 102 -ის. ეს კირკ დუგლასისთვის პირველი ქორწინება არ არის, მაგრამ, როგორც ჩანს, მან ნამდვილი სიყვარული ენ ბაიდენსთან იპოვნა. ისინი ბედნიერი ბებია და ბაბუა არიან, ხელჩაკიდებული ერთად დადიან ქუჩებში, იღიმიან და მაგალითს აძლევენ სხვა წყვილებს. მათ ისევ ისე გულწრფელად უყვართ ერთმანეთი, როგორც ადრე. კირკისა და ენის ცხოვრებაშიც იყო რთული მომენტები, კამათი, ჩხუბი, მაგრამ ყოველთვის ახერხებდნენ მათ მოგვარებას. ალბათ, ეს ყველაფერი გამოცდილებასთან ერთად მოდის.
ნამდვილ გრძნობას საზღვარი არ აქვს. ეს წყვილი ნახევარ საუკუნეზე მეტია ერთადაა. მათი მთავარი საიდუმლოა, როგორ მოახერხეს ამდენი წლის განმავლობაში სიყვარულის შენარჩუნება.
სხვათა შორის, მათი შვილი მაიკლ დუგლასი ასევე მეორედ დაქორწინდა, თუმცა კეტრინ-ზეტა ჯონსთან იდეალური ოჯახი შექმნა და ჯერჯერობით ისინიც ჰოლივუდის მყარი წყვილების სიაში არიან.