გასული საუკუნის დასაწყისში ნაადრევად დაბადებულ ბავშვებს არავინ უვლიდა. ექიმები უბრალოდ არ აძლევდნენ პატარებს სიცოცხლის შანსს. "თუ შენ დაიბადე სუსტი, ე.ი. არ მიეკუთვნები ამ სამყაროს", - ასეთი მიდგომა ჰქონდათ ნაადრევად დაბადებული ბავშვებისადმი. სიტუაციის შეცვლას შეეცადა ადამიანი, რომელიც შორს იყო მედიცინისგან.
"როდესაც ამ ბავშვებს ვუყურებ, ვფიქრობ: ასეთი პაწაწინა არსებები როგორ უნდა გახდნენ ადამიანები. ისინი პაწაწინა მაიმუნებს უფრო ჰგვანან, ვიდრე მომავალ ქალებსა და კაცებს".
მათზე ზრუნვა თავის თავზე აიღო მარტინ კოუნმა, რომელმაც ბიზნესად აქცია თავისი საქმიანობა. შედეგად კი 6 500 ბავშვი გადაარჩინა სიკვდილს.
ევროპაში კოუნმა ინკუბატორების პოპულარიზაცია მოახდინა, სადაც ახალდაბადებული ბავშვები იყვნენ მოთავსებული.
მარტინ კოუნმა პირველი "ჩვენება" ბერლინში 1896 წელს მოაწყო. 1903 წელს კი ჩატარდა მისი პირველი შოუ ა.შ.შ-ში. ექსპოზიციას დიდი წარმატება და გამოხმაურება მოჰყვა.
ინკუბატორში ვიზიტი 25 ცენტი ღირდა. შემოსული თანხის ნახევარზე მეტი ბავშვების მოვლას ხმარდებოდა. ეს თანხა შეადგენდა 15$ დღიურად ერთ ბავშვზე.
საბედნიეროდ, ინკუბატორი დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ყველა ხარჯი იფარებოდა გაყიდული ბილეთების თანხებიდან. ამერიკელები ოჯახებით მოდიოდნენ და სიამოვნებით იხდიდნენ ფულს იმაში, რომ თავიანთი თვალებით ენახათ სიცოცხლისთვის მებრძოლი პატარა ადამიანები.
წინა საუკუნის დასაწყისში დღენაკლული ბავშვები გენეტიკურ ნაკლად ითვლებოდნენ. ამიტომ მათზე არ ზრუნავდნენ, ადვილად იმეტებდნენ სასიკვდილოდ.
კოუნის წამოწყებას აკრიტიკებდნენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები. მიუხედავად ამისა, მისმა საქმიანობამ შედეგი გამოიღო.
მას შემდეგ, რაც 40-იანი წლების დასაწყისში სამშობიარო სახლებში დაიწყეს დღენაკლული ბავშვების განყოფილებების გახსნა, მარტინ კოუნის ოცნება რეალობად იქცა. თუმცაღა, ის 80 წლის ასაკში სიღარიბეში გარდაიცვალა.