"ძმაო, არ სცემ შენ პატივს ქურდებს?" - დადიან და აბულინგებენ თანატოლებს და პატარებსაც
"ძმაო, არ სცემ შენ პატივს ქურდებს?" -  დადიან და აბულინგებენ თანატოლებს და პატარებსაც
სათავგადასავლო ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელის ნიკო ჯავახიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

"ასეთ რაღაცას გადავაწყდი აქ უბანში (განახლებულ აღმაშენებელზე). დადის არასრულწლოვანთა ჯგუფი, პირველად 6 ბავშვი იყო, მეორეზე - 4. მაქსიმალური წლოვანება 12 წლამდე. დადიან და აბულინგებენ თანატოლებს და პატარებსაც, ასეთ საუბარს შევესწარი:
- ახლა ჩვენ ამ ველოსიპედს წავიღებთ და დავალომბარდებთ, ქურდებს ფული უნდა შევუგზავნოთ ციხეზე, ბიჭო, გესმის?
ბავშვი დაითრგუნა, შეეშინდა, მშობლები გამიბრაზდებიანო, უთხრა.
- რა, ძმაო? არ სცემ შენ პატივს ქურდებს?... -  და ასე შემდეგ. შეგვამჩნიეს და გადაინაცვლეს
სხვა მხარეს. ცოტა ხანში კაი ჩხუბისა და წივილ-კივილის ხმა მესმოდა.

გუშინ კიდევ ბურთს ართმევდნენ ბავშვს, პირველ-მეორე კლასელი იქნებოდა, გაუძალიანდა და ოთხივე მიაწვა ქურდული ბაზრით. იქ ვიდექით, ორი უფროსი ჩავერიეთ... ამ ლაწირაკებმა ჩვენც საკმაოდ უხეშადმოგვმართეს, ბოლო-ბოლო გავყარეთ.

ეს რა ხდება!!!
ვის მოეთხოვება ამაზე პასუხი?
ვისი პოზიციაა?
P.S. ეს მსუბუქად აღწერილია, ეს ყველა ე.წ. "ბაზარი" ორივე შემთხვევაში კაი ხანს მიდიოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში?"
1667
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
:)
0
პატივს ვცემ? ძროხის ნაკელიც პატივად იწოდება, დიდი სიამოვნებით ვცემ
20:27 / 13-01-2020
Lambo
0
მერე პატრულში რატო არ დარეკე, ნებისმიერი სახის დანაშაულს რომ შეესწრები ინფორმაცია უნდა მიაწოდო სამართალდამცავებს და რეაგირება მოყვეს ამას რომ ნახოს ხალხმა და აღარ განმეორდეს
09:52 / 29-10-2019
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი