"ასეთ რაღაცას გადავაწყდი აქ უბანში (განახლებულ აღმაშენებელზე). დადის არასრულწლოვანთა ჯგუფი, პირველად 6 ბავშვი იყო, მეორეზე - 4. მაქსიმალური წლოვანება 12 წლამდე. დადიან და აბულინგებენ თანატოლებს და პატარებსაც, ასეთ საუბარს შევესწარი:
- ახლა ჩვენ ამ ველოსიპედს წავიღებთ და დავალომბარდებთ, ქურდებს ფული უნდა შევუგზავნოთ ციხეზე, ბიჭო, გესმის?
ბავშვი დაითრგუნა, შეეშინდა, მშობლები გამიბრაზდებიანო, უთხრა.
- რა, ძმაო? არ სცემ შენ პატივს ქურდებს?... - და ასე შემდეგ. შეგვამჩნიეს და გადაინაცვლეს
გუშინ კიდევ ბურთს ართმევდნენ ბავშვს, პირველ-მეორე კლასელი იქნებოდა, გაუძალიანდა და ოთხივე მიაწვა ქურდული ბაზრით. იქ ვიდექით, ორი უფროსი ჩავერიეთ... ამ ლაწირაკებმა ჩვენც საკმაოდ უხეშადმოგვმართეს, ბოლო-ბოლო გავყარეთ.
ეს რა ხდება!!!
ვის მოეთხოვება ამაზე პასუხი?
ვისი პოზიციაა?
P.S. ეს მსუბუქად აღწერილია, ეს ყველა ე.წ. "ბაზარი" ორივე შემთხვევაში კაი ხანს მიდიოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში?"