27 წლის შოტლანდიელი დანიელ მაკშერი-ში ნამდვილ სკანდალში გაეხვა. საქმე ისაა, რომ მან თავის პატარა შვილს "დიდური" წარბები დაახატა, სანამ მას ეძინა, მერე კი ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
საზოგადოების მხრიდან ამ ერთი შეხედვით უწყინარ ფოტოს სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა. ბავშვზე ძალადობის ბრალდებით ჩივილიც კი გადაწყვიტა ზოგიერთმა. დანიელს ან შესაშური იუმორი აქვს, ან უპასუხისმგებლობის მაღალი დონე - როგორც კრიტიკოსები ამბობენ, თუმცა ფაქტია, რომ ნამდვილ შარში გაყო თავი.
მისი გოგონა იზაბელი ძალიან ქერაა, ფაქტობრივად, იმდენად ღია ფერის თმა აქვს, არც უჩანს. წარბებიც - ასევე.
დედამ გადაწყვიტა, ბავშვისთვის წარბების მიხატვის იდეა მაშინ განეხორციელებინა, როცა გოგონას ეძინა და სპეციალური ფანქრით მიახატა. მერე კი ფოტო ასეთი წარწერით გამოაქვეყნა დედების ჯგუფში:
"იზაბელს მართლა ქერა თმა აქვს და სრულიად არ გააჩნია წარბები, ყოველთვის მაინტერესებდა, როგორი იქნებოდა წარბებიანი. რომ მივახატე, სიცილი ვერ შევიკავე და ბავშვი გავაღვიძე კიდეც. მერე კი უცებ ფოტო გადავუღე და წავუშალე, რაც მივახატე".
რეაქცია მართლაც დაუყოვნებელი ჰქონდათ დანარჩენ დედებს. სულ რამდენიმე მათგანმა ჩათვალა, რომ ეს ჩვეულებრივი იუმორია, დანარჩენები კი ლანძღავდნენ დანიელს. "ეს საშინელებაა", "როგორ შეიძლება ასეთი პატარა ბავშვის შეღებვა?", "ცუდად ექცევით შვილს..." - ამ და მსგავსი კომენტარებით გამოეხმაურნენ ფოტოს. თუმცა დედა ამ გამოხმაურებას არ შეუშინებია. "მე ჩემი შვილისთვის არანაირი საფრთხე არ შემიქმნია და ბევრი დედა ჩემ მხარეს დადგა. მე ვფიქრობ, კიდევ შევღებავ და ფოტოებსაც გამოვაქვეყნებ, ეს ძალიან სასაცილოა", - ამბობს დანიელი.