"ვინც ჯერ არ დაქორწინებულხართ, ნუ იჩქარებთ ქორწილის გადახდას, სანამ შვილებს არ წამოზრდით..."
"ვინც ჯერ არ დაქორწინებულხართ, ნუ იჩქარებთ ქორწილის გადახდას, სანამ შვილებს არ წამოზრდით..."
აღმაშენებლის გამზირზე, საქორწინო კაბების მაღაზიასთან ჩავიარე. ვხედავ, მაღაზიის შესასვლელთან დგას პატარა (5-6 წლის) გოგონა, ორივე ხელი აქვს შემოწყობილი ორივე ლოყაზე და მის გვერდით მდგომ კაცს ეუბნება: - "მამიკოო, ნახეე რა ლამაზებიააა, მოდი რა, ერთი კაბა ვუყიდოთ დედიკოოს", და თან ისე უციმციმებს თვალები, რომ ასხივებს...

სვლა შევანელე, მამის პასუხმა დამაინტერესა. მამამ შუბლშეკრულმა უპასუხა: "დედას რად უნდა, გოგო, დედა უკვე გათხოვილია"... და უცებ ჩაუქრო ვარსკვლავები პატარას თვალებს...
ამ კაცზე კი გავბრაზდი, მაგრამ რას ვიზამდი...

მერე მთელი გზა ვფიქრობდი...

ისეთ მნიშვნელოვან დღეს, როგორიც
ქორწილია, როგორ შეიძლება არ ესწრებოდნენ ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები, ჩვენი შვილები. ყველაზე მეტად ხომ მათ თვალებში დავინახავთ ბედნიერებას და სიყვარულს.

ჰოდა, ვინც ჯერ არ დაქორწინებულხართ, ნუ იჩქარებთ ქორწილის გადახდას, სანამ შვილებს არ წამოზრდით... ვერც წარმოიდგენთ, რამხელა სინათლეს გამოასხივებენ მათი თვალები თქვენი დანახვისას თეთრ, დიდ და ლამაზ კაბაში და რა ტკბილი დასანახია, გაოცებისგან, ორ პატარა ლოყაზე შემოწყობილი ორი პაწაწა ხელი. 
ნინო ჩიტაშვილი
1173
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი