"პეპელას" ახალი ფილიალი გორში და გრანდიოზული ფასდაკლებები 3 დღის განმავლობაში! - მშობლები

"პეპელას" ახალი ფილიალი გორში და გრანდიოზული ფასდაკლებები 3 დღის განმავლობაში!

2019-10-30 10:32:38+04:00

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა", რომელიც ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის საყვარელი ადგილია, კვლავაც ფართოვდება. რა ხანია, მაღაზია თბილისის ფარგლებს გასცდა და სულ ახლახან უკვე გორში გაიხსნა ახალი ფილიალი.

გორში ჭავჭავაძის 23 ნომერში გახსნილი მაღაზია "პეპელას" მე-12 ფილიალია. გახსნა ნამდვილად გრანდიოზული იყო, უამრავი ადამიანი ესწრებოდა, იყვნენ ანიმატორები, რომლებიც ბავშვების ხალისიან განწყობაზე ზრუნავდნენ. ღონისძიებაზე იყო ბევრი მუსიკა და მხიარულება.

mshoblebi

გორელი ბავშვებისთვის ეს საკმაოდ კარგი და სასიხარულო მოვლენაა, მით უმეტეს, რომ გახსნის შემდეგ "პეპელა" მათ ძალიან ხელსაყრელ შეთავაზებას უკეთებს - სამი დღის განმავლობაში 20-დან 50-მდე ფასდაკლება იქნება მაღაზიის სრულ ასორტიმენტზე.