"ჯაჭვებით ავდიოდით, ნისლი იყო, არაფერი ჩანდა" - ქართველი წყვილი, რომელმაც ზღვის დონიდან 1569 მეტრზე ცხრაჯვარზე დაიწერა ჯვარი
23 წლის თიკო ყოჩიაშვილისა და 26 წლის თორნიკე ლომთაძის ქორწილის ფოტოებმა და ვიდეომ ინტერნეტსივრცე მონუსხა.  წყვილმა ჯვარი  ზღვის დონიდან 1569 მეტრზე, ცხრაჯვარზე დაიწერა.
mshoblebi
როგორც mshoblebi.ge-სთან საუბარში თიკო ამბობს, მან და მისმა მომავალმა მეუღლემ ცხრაჯვარი ერთი წლის წინ პირველად მოინახულეს და მაშინ დაიბადა იდეა, ჯვარი იქ დაეწერათ:
mshoblebi

"თბილისში დავიბადე და გავიზარდე. 10 წელი შეყვარებულები ვიყავით მე და ჩემი მეუღლე.
ჩემი ოცნება იყო, დაუვიწყარი ქორწილი მქონოდა,  მგონი გამომივიდა. ამდენ აჟიოტაჟს არ ველოდი.
შარშან, ჯერ კიდევ შეყვარებულობის პერიოდში, 2018 წლის სექტემბერში ვიყავით პირველად ერთად
ცხრაჯვარზე, სასწაული ადგილია. მაშინ ჩაისახა ეს იდეა. ჩემი მულის იდეაც იყო, ასეთ განსხვავებულ ადგილზე დაგვეწერა ჯვარი. ოცნება ავიხდინეთ! უსასრულობაში, ცას რომ ვწვდებოდით, ისეთ ადგილზე ვიყავით".
mshoblebi

- როგორც ცნობილია, ცხრაჯვარზე ასვლა ადვილი არ არის.  როგორ მოახერხეთ ჯვრისწერის ორგანიზება?

mshoblebi
- დიახ, ძალიან რთული გზაა, ჯაჭვებით ავდიოდით. ნისლი და ცვარი იყო საშინელი, არაფერი არ ჩანდა. შუა ზაფხულში, 20 ივლისს დავიწერეთ ჯვარი და  ასეთი ამინდი დაგვხვდა თბილისიდან ჩასულებს.
იმდენად მინდოდა ჯვრისწერა ამ ადგილზე, რომ თბილისიდან გამოწყობილები წავედით. აი, ასე მივბობღავდით. 

რუსკა კილასონია
6896
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
მიშა
0
გაიხარეთ.... ისე კაი ფულს იშოვიდა ის მამაო, - მასეთ ადგილას რომ წამოგყვათ :)))
11:13 / 03-11-2019
ჰმ
0
ეს ღოღიალი რა მოდაში შემოვიდა. კიდევ კარგი მშვიდობით დასრულდა ყველაფერი.
10:39 / 02-11-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი