როგორც ცნობილია, ფეისბუქზე ცნობილი გვერდის - "იკა-ნათიას" ავტორები, იკა და ნათია სულ ცოტა ხნის წინ მშობლები გახდნენ. წყვილს პატარა გოგონა შეეძინა და მშობიარობამდე რამდენიმე საათით ადრე, ცეკვაც კი შეასრულეს.
ახლა კი იკამ ბავშვის პირველი ფოტო გამოაქვეყნა ემოციური ტექსტით:
"ვუყურებ და არ მჯერა... სასწაული გრძნობაა... სიტყვებით რომ ვერასდროს გამოხატავ, ისეთი.
ჩემი ანგელოზები... ჩემი სიცოცხლეები... გაგიჟდეს ადამიანი შეიძლება სიხარულისგან ამათი შემყურე... მადლობა უფალს... უბედნიერესი კაცი ვარ ამქვეყნად!"