საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეზე იმოქმედა და ყველა სხვადასხვანაირად გამოეხმაურა - სოციალურ ქსელში თუ მის გარეთ. ასევე არიან ცნობილი ადამიანები. ნინი ბადურაშვილმა ცოტა ხნის წინ სტატუსი გამოაქვეყნა: "სად გადავცხოვრდე?", მერე კი კომენტარებში განმარტა უფრო ვრცლად:
"მართლა გაუსაძლისი ქალაქი გახდა საცობებით გადაჭედვით! ამდენი უშნო კორპუსი ზემოდან! ვერსად ვერ მივდივარ დროზე ყველგან ვაგვიანებ არსად პარკირების ადგილი არაა! ზემოდან კიდევ ახალ ახალი საშინელი ისტორიები და ერთმანეთის ლანძღვა გინება და ქილიკი..."
"ისე ვიცხოვრებ, როგორც შენ გინდოდა, მამ..." - რას წერს ნინი ბადურაშვილი გარდაცვლილ მამაზე