აღმოსავლური ჰოროსკოპის თანახმად, ყოველ ახალ წელს თავისი მფარველი ჰყავს, რაც ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. მათ სჯერათ, რომ ბედი, ხასიათი, იღბალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რის წელში დაიბადებიან ბავშვები. საკითხი არანაკლებ საინტერესოა იმ მშობლებისთვის, რომლებიც შვილს 2020 წელს ელოდებიან.
სწორედ ვირთხა იწყებს 12-წლიან ციკლს და ადამიანები, რომლებიც ამ ნიშნის ქვეშ დაიბადებიან, მოექცევიან მისი გავლენის ქვეშ. ეს გარემოება კი, ასტროლოგების თქმით, დაკავშირებული იქნება ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროზე.
პატარა ვირთხები მადის პრობლემას არ უჩივიან. მათ უყვართ გემრიელად ჭამა და ეხმარებიან კიდეც დედებს მომზადებაში. ძალიან ბევრი მსოფლიოში ცნობილი მზარეული ვირთხის წელშია დაბადებული. ისინი ადვილად პოულობენ თანატოლებთან საერთო ენას იმიტომ, რომ ინტუიციის წყალობით, გრძნობენ, რა არის მნიშვნელოვანი თანამოსაუბრისთვის. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ბავშვს, რომელიც ვირთხის წელში დაიბადება, მსგავსი თვისებები ექნება. ამიტომ, გაეცანით თვეების მიხედვით, როგორ იცვლება თითოეული ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანის ხასიათი:
ისინი განვითარებული ნიჭითა და უნარებით იბადებიან, მაგრამ რეალური სამყარო ხელს უშლის, რომ სრულად გამოხატონ საკუთარი ნიჭი. დაეხმარეთ თქვენს შვილს და მხარი დაუჭირეთ ყველა წამოწყებაში, უფრო მეტი ესაუბრეთ და გამოიჩინეთ საკითხებისადმი ინტერესი. გარდა ამისა, ამ ნიშნის ბავშვები გამოირჩევიან სხარტი მეტყველებით.
იშვიათად აღმოჩნდებიან გამოუვალ სიტუაციაში. ოპტიმისტები და თავდაჯერებულები არიან. გარდა ამისა, არიან არაპროგნოზირებადნი და ძნელია, წინასწარ განსაზღვრო, რას გააკეთებენ მოცემულ სიტუაციაში. მშობლებმა ფრთხილად უნდა აკონტროლოთ მათი ქცევები. ბავშვები კი ყველაფერს დიდი ინტერესით უყურებენ, მაგრამ მათ ჯერ კიდევ არ აქვთ საშიშროების აღქმის უნარი.
მათ მსახიობური ნიჭი აქვთ და მანიპულატორებიც არიან. მშობლები კი მალე დარწმუნდებიან ამაში. ბავშვი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ყურადღება მიიპყროს. მათ არ უყვართ სიმშვიდე, ირგვლივ სულ ხმაურია. შეეცადეთ, ასწავლოთ თქვენს შვილს გარკვეული წესები, თუნდაც, ყოველდღიური რუტინა. იყავით მომთხოვნი, მაგრამ არა მკაცრი. პატარამ უნდა იგრძნოს, რომ დედა და მამა მუდამ მის გვერდით არიან. ეს კი უსაფრთხოების განცდას შესძენს და თავდაჯერებული გაიზრდება.
ბავშვებს დაუსრულებელი ენერგია ექნებათ, რაც მშობლებს დასვენების საშუალებას არ მისცემს. ისინი პირველივე დღეებიდან აქტიურად შეისწავლიან სამყაროს. მეტი ყურადღება მიაქციეთ ბავშვის განვითარებას ადრეულ ასაკში. თბილი დამოკიდებულება მომავალში კარგ შედეგს მოიტანს.
აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში მხიარული და კეთილგანწყობილი ბავშვი დაიბადება, მაგრამ სიჯიუტე და შეუპოვრობა მუდამ მასთან იქნება. თუ ბავშვი გადაწყვეტს, რომ კატები უნდა აბანაოს და ამ გზით შეამოწმოს, მათ შეუძლიათ თუ არა ცურვა, დარწმუნებული იყავით, რომ ის ამ ექსპერიმენტს ჩაატარებს.
პატარა კურო ცუდად რეაგირებს ყვირილზე. ამიტომ, სწორად შეარჩიეთ ტონი და ადრეული ასაკიდანვე ნაზად მოეპყარით. მათ გაუჩნდებათ მუსიკისადმი დიდი ინტერესი, ამიტომ შეგიძლიათ მუსიკალური სათამაშოები უყიდოთ, რაც ძალიან მოეწონებათ.
მათ აურზაური ახასიათებთ. მოსწონთ ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება. მნიშვნელოვანია, პატრაობიდანვე ასწავლოთ, რომ ამით კარგ შედეგს ვერ მიაღწევენ. ისინი სწრაფად იღლებიან და აუცილებლად უნდა მიაჩვიოთ, ფეხი ცხოვრების რუტინას აუწყონ და დრო დაუთმონ ძილსაც. როგორც წესი, ლაპარაკს ადრე იწყებენ. მათგან შეიძლება კარგი ფილოლოგი ან ჟურნალისტი დადგეს.
რომანტიკოსები და ფანტაზიორები არიან. ბიჭები დედის მიმართ არიან კეთილგანწყობილები, გოგონებს კი მამა უფრო უყვართ. ეს ბავშვები ცუდად რეაგირებენ მშობლების ჩხუბზე. ამიტომ, მოერიდეთ მათთან ერთად კამათს. ყურადღებით მოუსმინეთ, მაგრამ ყველაფერს რეალობად ნუ აღიქვამთ, რადგან რთულად ავლებენ ზღვარს რეალობასა და ფანტასტიკას შორის. ხშირად, გულწრფელად სჯერათ იმის, რასაც წარმოიდგენენ.
ყოველთვის პოულობენ მეგობრებსა და მოკავშირეებს. მარტოობა არ შეუძლიათ. მათი დატოვება დედას ერთი წუთითაც კი ძალიან გაუჭირდება. ამიტომ, თან წაიყვანეთ ყველგან, სადაც წახვალთ. ლომები მანიპულაციის ოსტატები არიან. ამიტომ, ფრთხილად იყავით. ყველა სისუსტეს, რასაც თქვენში აღმოაჩენს, სათავისოდ გამოიყენებს და ამას გამოავლენს პირველივე დღეებიდან. თუ ვერ მიხვდით, რატომ ტირის, იცოდეთ, თქვენი ყურადღების მიპყრობას ცდილობს.
ისინი მეოჯახეები არიან და მშობლებს ნებისმიერი საქმის შესრულებაში ეხმარებიან. არ შეუძლიათ უწესრიგობა. რაც შეეხება სათამაშოებს, ძალიან უყვართ ფაზლი და ისეთი დეტალები, რომელთაგანაც ერთი მთლიანობა იქმნება. არიან მშვიდები და წინდახედულები, პრობლემებიც ნაკლებად აქვთ.
გაწონასწორებული და მიზანდასახული ბავშვები არიან. მათი აღელვება ძალიან რთულია. თუ ერთ სათამაშოს წაართმევთ, ის სხვას აიღებს და ასე გაგრძელდება. საოცარი სიმშვიდის მიუხედავად, არ არიან საკუთარ თავში დარწმუნებულები. მშობლებმა უნდა ასწავლოთ შვილს არჩევანის გაკეთება. სასწორი გადაწყვეტილებებს მარტივად ვერ იღებს.
მშობლებს ნამდვილი თავსატეხი ელით. ზოგჯერ მოგეჩვენებათ, რომ ისინი სრულიად უკონტროლონი არიან. გამოირჩევიან მოთმინების უნარით და ყვირილით მასთან ვერაფერს გახდებით. არიან ჭირვეულები და აწყობენ სცენებს იმის გამო, რომ დაიღალნენ.
ბავშვის ბედს მხოლოდ ვარსკვლავები არ განაგებენ. მნიშვნელოვანია, რა გარემოში იზრდება ის. ამიტომ, იყავით მისთვის კარგი მაგალითი და სიხარულით შეხვდით მის ყოველ წარმატებასა თუ წამოწყებას.