მხიარული საბავშვო რეცეპტები – ამაზე არც ერთი ბავშვი არ იტყვის უარს
მხიარული საბავშვო რეცეპტები – ამაზე არც ერთი ბავშვი არ იტყვის უარს
ნებისმიერ ბავშვს, ისევე, როგორც ნებისმიერ ზრდასრულს, სხვადასხვა ტიპის საჭმელი მოსწონს. არის კერძები, რომლებსაც უმრავლესობა მიირთმევს, არის ასევე პროდუქტები, რომლებიც ძალიან ცოტას უყვარს. როცა სტუმრებს ველოდებით, მაშინ ყველაზე ძნელია შეარჩიო ისეთი კერძები, რომლებიც ყველას მოეწონება. მით უმეტეს, თუ სტუმრები ბავშვები არიან.
როდესაც ბავშვებისთვის ვამზადებთ სუფრას, იქნება ეს უბრალოდ მორიგი სტუმრობა, პიკნიკი თუ დღეობა, ყოველთვის გვინდა, მოვამზადოთ ისეთი რამ, რასაც ყველა ბავშვი გემრიელად და სიამოვნებით მიირთმევს.
ცნობილია, რომ ბავშვებს ძალიან უყვართ ბუტერბროდები,
სოსისებითა და ძეხვეულით მომზადებული სწრაფი კერძები. ერთი მხიარული და აქტიური დედა, 35 წლის ლიკა გვიზიარებს თავის რამდენიმე ორიგინალურ რეცეპტს, რომელიც არა მხოლოდ ასეთ განსაკუთრებულ დღეებში გამოგადგებათ, არამედ ხანდახან საუზმეებზეც, მით უფრო – უჭმელი ბავშვებისთვის.
ლიკა ამბობს, რომ მის შვილებს ხშირად მოჰყავთ შინ მეგობრები, ამიტომ მაცივარში ყოველთვის აქვს ბოსტნეული, სალათის ფოთლები, ყველი, ნიკორას ძეხვი და სოსისები, ასევე ჰამბურგერის თუ ტოსტის პურები და ა.შ. თან ცდილობს, ბუტერბროდები იყოს ლამაზი, მხიარული და შეურიოს რაც შეიძლება ბევრი ჯანსაღი პროდუქტი, რადგან მისი შვილები ამ სახით უფრო სიამოვნებით აგემოვნებენ სტაფილოს, სალათის ფურცელს, პომიდორს და ა.შ.

ესეც სამი გამორჩეულად მხიარული და გემრიელი ბუტერბროდი ლიკასგან:

ჭიამაია

mshoblebi
ინგრედიენტები:

  • "ნიკორას"
    შაშხი ბეკონი ან შაშხი „მანდოლინა“
  • ტოსტის პური
  • ზეთისხილი
  • სალათის ფურცელი
  • პომიდორი
  • ცოტა ყველი, „დღის სულგუნი“ (გასაფორმებლად)

მომზადება:
ტოსტის პური გახუხეთ, ასევე შეგიძლიათ ოდნავ მობრაწოთ შაშხი. შემდეგ ფენებად დაალაგოთ პურზე შაშხი, პომიდორი, სალათის ფურცელი, ზეთისხილი და ფოტოს მიხედვით გააფორმოთ „ჭიამაია“.

ნიანგი

mshoblebi

ინგრედიენტები:
  • სენდვიჩის პური
  • „ნიკორას“ ძეხვი „საექიმო“
  • სიმინდის მარცვლები
  • პომიდორი
  • სალათის ფურცელი
  • ხახვი
  • მწვანე ზეთისხილი


მომზადება:
სენდვიჩის პურში მოათავსეთ ფენებად სალათის ფურცელი, დაჭრილი ხახვი (ხახვის ნაცვლად ყველის გამოყენებაც შეგიძლიათ), დაჭრილი პომიდორი, ძეხვი. გასაფორმებლად გამოიყენეთ სიმინდის მარცვლები და ზეთისხილის ნაყოფი.


მხიარული გოჭები

mshoblebi
ინგრედიენტები:

  • "ნიკორას" მინი-სოსისი 4 ცალი
  • 400 გრ ფქვილი
  • 200 მლ რძე
  • 1 ც კვერცხი
  • 30 გრ შაქარი
  • 30 გრ მარგარინი
  • მწიკვი მარილი
  • საფუარი

მომზადება: თუ ცომის მომზადება გეზარებათ, „ნიკორას“ სუპერმარკეტში ჰოთდოგის მრგვალი პურები შეგიძლიათ შეიძინოთ და დაჭრილი სოსისი მათში ჩააწყოთ, მერე კი სულ ცოტა ხნით შედგათ ღუმელში.

ხოლო თუ ცომს მოამზადებთ, ეს რეცეპტი გამოიყენეთ:
ღრმა ჯამში ჩაასხით ცოტა თბილი რძე, დაამატეთ საფუარი, შაქარი და მარილი. აურიეთ, დააფარეთ საკვები ცელოფანი და თბილ ადგილას დადგით 10-15 წუთით.
შემდეგ მომზადებულ ნარევს დაუმატეთ კვერცხი და გამლღვალი მარგარინი. ფრთხილად აურიეთ. ნელ-ნელა ჩაყარეთ ფქვილი და დაიწყეთ ცომის მოზელა. ცომი უნდა გამოვიდეს რბილი და არ ეწებებოდეს ხელს. ამ ჯამსაც დააფარეთ საკვები ცელოფანი და დადგით 40 წუთით თბილ ადგილას.
ამასობაში დაჭერით სოსისები პატარა ნაწილებად. ბოლოები სამკუთხედებად მოაჭერით, რომ შემდგომში გოჭების ყურების გასაფორმებლად გამოიყენოთ.
ცომი 8 თანაბარ ნაწილად გაყავით. თითოეული ნაწილი დააგორგლეთ და შემდეგ გააბრტყელეთ დაახლოებით 3-4 მილიმეტრის სისქეზე. ცომზე დადეთ სოსისის ნაწილი და რულეტივით დაახვიეთ. თითოეული რულეტი შუაზე გაყავით.

mshoblebi
ლანგარზე მოათავსეთ საცხობი ქაღალდი. მომზადებულ ცომისა და სოსისის ფორმებს გაუკეთეთ ნახვრეტები, ნესტოების ფორმის, და ყურები მიამაგრეთ. თვალებად შეიძლება გამოიყენოთ ქიშმიში ან ზეთისხილი. გამოცხობამდე 15 წუთით კიდევ გააჩერეთ და თითოეული „გოჭი“ ერთმანეთისგან მცირე მანძილით დააშორეთ, რომ ცხობისას არ მიეწებოს.
შეგიძლიათ, ათქვიფოთ კვერცხი ერთ ჩაის კოვზ რძესთან ერთად და ნარევი გადაუსვათ „გოჭებს“. ასევე შეგიძლიათ გადაუსვათ კარაქი ან ზეთი.
შედგით ლანგარი წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 15-20 წუთით და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე.
3565
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
...
0
"ნიკორას" ძეხვეუულით თუ არ გავაკეთეთ ისე არ გამოვა?
23:48 / 11-11-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?