"ფეხმძიმობისას ქმარმა ისე მცემა, ბავშვი პრობლემებით დაიბადა..." - როგორ შეიცვალა დევნილი ქალის მძიმე ცხოვრება - მშობლები

"ფეხმძიმობისას ქმარმა ისე მცემა, ბავშვი პრობლემებით დაიბადა..." - როგორ შეიცვალა დევნილი ქალის მძიმე ცხოვრება

2019-11-06 08:37:02+04:00

"ჩემი შვი­ლე­ბი თით­ქოს ჩემი უბე­დუ­რე­ბის "მე­წი­ლე­ე­ბი" იყ­ვნენ და ამით უფრო ვი­ტან­ჯე­ბო­დი. უმ­ცროს­ზე ფეხ­მძი­მო­ბი­სას ქმარ­მა ისე მცე­მა, ბავ­შვი პრობ­ლე­მუ­რი და­ი­ბა­და, ცალ ყურ­ში სას­მე­ნი ნერ­ვი არა აქვს..."

33 წლის ასაკ­ში იმ­დე­ნი ტკი­ვი­ლი­ გა­და­ი­ტა­ნა, სამ­ჯერ ოც­და­ცამ­ეტი­სა­ნიც ვერ მო­ას­წრე­ბენ­; უმ­ძი­მე­სი შრო­მის გა­რე­შე­ მის­თვის ერთ დღე­საც არ ჩა­უვ­ლია. წუ­თიც არ ჰქო­ნია­ ისე­თი, იმე­დის გვერ­დით სა­სოწა­რკვე­თი­ლე­ბა არ მდგარ­იყოს და მა­ინც, ელი­სო­ გა­ბე­ლი­ას­ გაც­ნო­ბა და­გარ­წმუ­ნებთ, რომ "ჰეფი ენდი" მარ­თლაც არ­სე­ბობს! თუმ­ცა მხო­ლოდ მა­შინ, როცა ძლი­ე­რი ხარ და თავ­გან­წი­რუ­ლი ბრძო­ლა შე­გიძ­ლია. უზ­რუნ­ვე­ლი ბავ­შვო­ბი­დან ქუ­ჩა­ში ჯერ მშობ­ლებ­თან, მერე კი ოთხ შვილ­თან ერ­თად აღ­მოჩ­ნდა და მა­ინც აან­თო თა­ვი­სი ბედ­ნი­ე­რე­ბის ვარ­სკვლა­ვი!

- არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა ჩემი დიდი სახ­ლი ოჩამ­ჩი­რის რკი­ნიგ­ზის სად­გურ­თან. მახ­სოვს, მა­მამ სახ­ლის უკან რო­გორ ამო­თხა­რა ორმო და მკაც­რად გა­მაფრ­თხი­ლა, როცა ეზო­ში ვინ­მე უცხოს და­ი­ნა­ხავ, გა­ი­ქე­ცი და ამ ორ­მო­ში და­ი­მა­ლეო.7 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც მა­მამ მე და დედა ოჩამ­ჩი­რი­დან გა­მოგ­ვიშ­ვა, თა­ვად კი იქ დარ­ჩა, აქა­უ­რო­ბას და ჩემს ძმებს ვერ დავ­ტო­ვე­ბო. სე­ნაკ­ში ერ­თმა ქალ­მა შეგ­ვი­ფა­რა. ლუკ­მას გვი­ყოფ­და.

ის ქალი დღემ­დე მახ­სოვს... მერე თბი­ლის­ში წა­მო­ვე­დით და ასე და­ი­წყო უსახ­ლკა­რო­ბა, რო­მელ­საც თან მა­მის სიკ­ვდი­ლის შიში ახ­ლდა. მა­მა­ჩე­მი ერთ წე­ლი­წადს არ გა­მო­ჩე­ნი­ლა და დედა აფხა­ზეთ­ში მის მო­სა­ძებ­ნად წა­ვი­და­. დე­და­ჩე­მი დღე­საც ვერ გვიყ­ვე­ბა, რო­გორ გა­და­აღ­წია, მაგ­რამ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი სულ იმას იმე­ო­რებ­და, რამ­დე­ნი მიც­ვა­ლე­ბუ­ლიც და­ვი­ნა­ხე, ყვე­ლა პი­რაღ­მა გად­მო­ვატ­რი­ა­ლე, მაგ­რამ ჩემი ქმა­რი არც ერთი არ იყოო.

ასეთ გა­ურ­კვე­ველ მო­ლო­დინ­ში, უსახ­ლკა­რო­ბა­სა და შიმ­შილ­ში ვი­ცხოვ­რეთ. მერე მა­მაც გა­მოჩ­ნდა და აღ­მოჩ­ნდა, რომ ვე­ღა­რა­სო­დეს იქ­ნე­ბო­და ისე­თი, რო­გო­რიც მახ­სოვ­და - სა­კუ­თა­რი ძმე­ბის სიკ­ვდი­ლის მნახ­ველ­სა და მთე­ლი წე­ლი­წა­დი აფხა­ზე­თის ტყე­ებ­ში პარ­ტი­ზა­ნად ნამ­ყოფს ფსი­ქი­კა და ჯან­მრთე­ლო­ბა ჰქონ­და შერ­ყე­უ­ლი. დედა იმას ახერ­ხებ­და, რომ მხო­ლოდ პუ­რის ფულს შო­უ­ლობ­და. ნა­ქი­რა­ვე­ბი ბი­ნი­დან ბი­ნა­ში გა­დავ­დი­ო­დით და ამ სი­ა­რულ­ში მოვ­ხვდით ლოტ­კი­ნის გო­რა­ზე, სა­დაც ჩვე­ნი და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი სარ­და­ფის გვერ­დით პა­ტა­რა მა­ღა­ზი­ა­ში დავ­დი­ო­დი წვრილ­მა­ნე­ბის სა­ყიდ­ლად. იქ კი თურ­მე ჩემი მო­მა­ვა­ლი სა­დე­დამ­თი­ლო მუ­შა­ობ­და, რო­მელ­მაც­ თა­ვის ვაჟს ურ­ჩია, ცო­ლად მო­ვეყ­ვა­ნე. ასე მო­მი­ტა­ცა ჩემ­ზე 8 წლით უფ­როს­მა ადა­მი­ან­მა, რო­მელ­საც არ კი ვიც­ნობ­დი... ნა­თე­სა­ვებ­მა და მშობ­ლებ­მა მხო­ლოდ ერთი კვი­რის შემ­დეგ მო­მაგ­ნეს. მინ­დო­და დე­დას­თვის მეთ­ქვა, წა­ვეყ­ვა­ნე, მაგ­რამ ვერ გავ­ბე­დე. რომც გა­მე­ბე­და, უკან ვინ წა­მიყ­ვან­და, მე­ტყოდ­ნენ, ხალ­ხი რას იტყვი­სო.

მოკ­ლედ, დავ­რჩი და და­ვი­ღუ­პე, ის მო­მა­ვა­ლიც მო­ვის­პე, რო­მე­ლიც ოც­ნე­ბა­ში მა­ინც მინ­დო­და მქო­ნო­და. აღ­მოვ­ჩნდი ადა­მი­ან­თან, რო­მელ­საც ჩემ­ზე ბევ­რად სას­ტი­კი ბავ­შვო­ბა ჰქონ­და გა­და­ტა­ნი­ლი, გა­მუდ­მე­ბით სვამ­და, მერე კი მცემ­და­. სა­კუ­თა­რი დე­დის მსხვერ­პლი იყო, მის გამო ყვე­ლა ქალი სძულ­და - ჩემი ყო­ფი­ლი დე­დამ­თი­ლი ოთხჯერ იყო გა­თხო­ვი­ლი და არც ერთ მა­მი­ნაც­ვალს გე­რის მი­მართ ადა­მი­ა­ნუ­რი სით­ბო არ გა­მო­უ­ჩე­ნია. რო­დე­საც დათ­ვრე­ბო­და, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად მცემ­და, თა­ნაც შვი­ლე­ბის თვალ­წინ. ოთხი შვი­ლი ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით გა­მიჩ­ნდა, რად­გან მო­ძა­ლა­დეს­თან იმის სა­შუ­ა­ლე­ბაც არ მქონ­და, არ დავ­ფეხ­მძი­მე­ბუ­ლი­ყა­ვი, ექიმ­თან წა­სას­ვლე­ლი თან­ხაც არ გა­მაჩ­ნდა. ასე რომ, ჩემი შვი­ლე­ბი თით­ქოს ჩემი უბე­დუ­რე­ბის "მე­წი­ლე­ე­ბი" იყ­ვნენ და ამით უფრო ვი­ტან­ჯე­ბო­დი. უმ­ცროს­ზე ფეხ­მძი­მო­ბი­სას ქმარ­მა ისე მცე­მა, ბავ­შვი პრობ­ლე­მუ­რი და­ი­ბა­და, ცალ ყურ­ში სას­მე­ნი ნერ­ვი არა აქვს.

- შვე­ლას რა­ტომ არა­ვის სთხოვ­დით?

- ვინ მიშ­ვე­ლი­და? უპირ­ვე­ლე­სად მა­მას ვუფრ­თხილ­დე­ბო­დი, მის­თვის რომ შე­მეჩ­ივლა, ჩემს ქმარს მოკ­ლავ­და და ცი­ხე­ში წა­ვი­დო­და. ასე რომ, ვდუმ­დი, დე­და­მაც კი არ იცო­და ჩემი უბე­დუ­რე­ბის შე­სა­ხებ. თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, ეს ყვე­ლა­ფე­რი გროვ­დე­ბო­და და რა­ღაც სა­ში­ნელ ფიქ­რად ყა­ლიბ­დე­ბო­და. ერთხელ, როცა ჩემს უსაქ­მურ ქმარს და ბავ­შვებს შინ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი პრო­დუქ­ტი მი­ვუ­ტა­ნე, მან კი ცემა და­მი­პი­რა, ჩან­თე­ბი დავ­ყა­რე და ქუ­ჩა­ში გავ­ვარ­დი. რო­მე­ლი­ღაც სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი გა­ვა­ჩე­რე და ჩავ­ჯე­ქი. ამა­სო­ბა­ში სა­ნა­პი­რო­ზე, სი­ონ­თან ახ­ლოს ჩა­ვი­ა­რეთ, მძღოლს გა­ვა­ჩე­რე­ბი­ნე, გად­მო­ვე­დი თუ არა, მა­შინ­ვე მო­ა­ჯირ­ზე ავე­დი და მტკვარ­ში გა­დავ­ხტი.

იხილეთ ვრცლად