მომღერალ თიკა ჯამბურიას გარშემო სკანდალები კვლავ გრძელდება. უამრავ საზოგადოებისთვის საინტერესო ამბავთან ერთად მან გადაცემა "ფარულ კონვერტში" იმ ისტორიაზეც ისაუბრა, როდესაც მეუღლესთან, ბექაა ხოფერიასთან ყოფნის პერიოდში, 9 თვის ორსულს ერთ-ერთ გოგონასთან კონფლიქტი მოუვიდა.
თიკა ჯამბურია: "სასწაული ისტორიაა, რომ მოვყვე, ალბათ, ვერც დაიჯერებთ. მე და ბექა მივდიოდით პრეზენტაციაზე და უნდა შევხვედრილიყავით ერთ-ერთ ქუჩაზე. რომ მივედი, ვდგავარ, ველოდები და ვხედავ ბექას მეგობარს, თუმცა ბექას ვერა. ვკითხე, სად იყო და ვერ მეუბნება ვერაფერს. მიმოვიხედე ირგვლივ და სადაც უნდა შევხვდეთ, მოპირდაპირე მხარეს კაფეში ზის ვიღაც გოგოსთან ერთად ლაღად და ბედნიერად. აფექტურ მდგომარეობაში, დიდი მუცლით შევვარდი კაფეში და იმ გოგონასთან მომივიდა კონლფიქტი, როგორც შემდეგ გავრცელდა "თმით არ მითრევია", თუმცა არ მომხდარა კაი ამბავი."
წამყვანის კითხვაზე, თუ როგორ განვითარდა მის შემდეგ მას და ბექას შორის მოვლენები, მომღერალმა უპასუხა:
"ამის შემდეგ მე და ბექა ძალიან მალე დავშორდით. უამრავი სტრესი მაქვს გადატანილი, სულ იმას ვამბობ რომ ჩემს ასაკში იმდენი მაქვს გადატანილი, შეიძლება ასაკოვან ადამიანებს არ ჰქონდეთ გამოცდილი. ღალატი, აბსოლუტურად ყველაფერი გადატანილი მაქვს."