ქეთა თოფურიას ქალიშვილი ოლივია ძალიან მხიარული და პოზიტიური გოგონაა. გარეგნულად საკმაოდ ემსგავსება მამასაც და დედასაც. განსაკუთრებით, თუ დედის ბავშვობის ფოტოებს გადავავლებთ თვალს.
თუმცა ჯერჯერობით სიმღერაზე მეტად ლექსების კითხვა იტაცებს და ასევე ბალეტი, რომლითაც ბოლო დროს არის გატაცებული. ვიდეოში ჩანს, როგორ ცდილობს ოლივია ილეთების გამეორებას და აღტაცებული შეძახილებიც ისმის: "ნამდვილი ბალერინაა", "შოკია" და ა.შ.
ფოტოზე - ოლივია, ქეთა და ქეთა ბავშვობაში
ოლივია ჯერ სკოლაში არ შესულა, თუმცა უკვე აქტიურად სწავლობს კითხვას და წარმატებებიც აქვს.
იხილეთ ვიდეო
ქეთა თოფურიას ქალიშვილი კითხვას სწავლობს