როგორც ცნობილია, რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი, რომელიც ძირითადა რუსეთში ცხოვრობს, ცოტა ხნის წინ დაშორდა ცოლს. ის და მსახიობი ნადეჟდა მიხალკოვა ორ შვილს ზრდიდნენ - ქალ-ვაჟს. მანამდე რეზოს კიდევ ერთი შვილი ჰყავდა მომღერალი მეუღლისგან.
რეზო და ნადია
განქორწინების შემდეგ რეზო ბევრ დროს ატარებს შვილებთან - 8 წლის ნინოსთან და 6 წლის ივანესთან. როგორც ჩანს, შვილებს ქართულ ცეკვასაც აყვარებს და სავარაუდოდ, ივანე დადის კიდეც და პროფესიონალურად ეუფლება.
"ჩემი ჯიგიტი" - ამ სათაურით გამოაქვეყნა "ინსტაგრამზე" ვაჟის ცეკვის ვიდეო რეჟისორმა და დიდი მოწონებაც ხვდა წილად სოციალურ ქსელში.