ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლის ნორმალურ ცხოვრებაში უშლის ხელს - გულახდილი ინტერვიუ
ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლის ნორმალურ ცხოვრებაში უშლის ხელს - გულახდილი ინტერვიუ
ანჯელინა ჯოლიმ სამოდელო კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო. 30 წელი გავიდა და პოპულარული გამოცემები მისი სახის გარეკანზე განთავსებაზე კვლავ ოცნებობენ. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა გამოცემამ ოსკაროსან მსახიობთან ინტერვიუ ჩაწერა და ახალ ფოტოებთან ერთად დაბეჭდა.

რთული დასადგენია, რა უფრო საინტერესოა, ანჯელინა ჯოლის ახალი, საოცარი ფოტოები თუ მისი გულწრფელი საუბარი ტრავმაზე, ბავშვებსა და ყოფილ მეუღლეზე, რომელიც, მსახიობის თქმით, ხელს უშლის ნორმალურად ცხოვრებაში. ინტერვიუს განმავლობაში 6 შვილის დედა საუბრობს საკუთარ სხეულზე, ქველმოქმედებასა და
გაუგებრობებზე, რომელიც ბოლო დროს თავს დაატყდა.

mshoblebi

"უცხოეთში ცხოვრება მინდა და ამას გავაკეთებ მაშინ, როცა ჩემი შვილები 18 წლის გახდებიან. ახლა მიწევს ვიყო იქ, სადაც ბავშვების მამა ითხოვს", - განაცხადა მსახიობმა განქორწინების შემდეგ სირთულეებზე საუბრისას.

mshoblebi

"ბოლო 10 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩემი სხეული შეიცვალა. ბევრი ხილული და უხილავი იარა გამიჩნდა. უხილავი გაცილებით რთულია. ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინ
და. ხანდახან ხედავ, როგორ იტანჯებიან ჩემთვის ძვირფასი ადამიანები და ამის შემდეგ შეუძლებელია იყო ისეთი თავისუფალი, როგორიც შენს სულს სჭირდება".

მსახიობმა პირადი ცხოვრების შესახებ საუბრისას განაცხადა: "ჩემმა შვილებმა იციან, როგორი ვარ სინამდვილეში და ისინი მეხმარებიან ძალების აღდგენაში. მათაც ბევრი რამ გაიარეს და მათგანაც ვსწავლობ, როგორ უნდა ვიყო ძლიერი."

mshoblebi

"თუ გრძნობთ, რომ არ შეგიძლიათ საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება, შეეცადეთ, გაიგოთ, რა გიშლით ამაში ხელს. იპოვნეთ და შეებრძოლეთ. ბევრ ქალს არ შეუძლია თავისუფლების არჩევა, რადგან მათ უკან საზოგადოება, ოჯახი, სამუშაოა, რაც ზღუდავს მათსავე თავისუფლებას".

ანჯელინა ჯოლიმ ბავშვების აღზრდაზეც ისაუბრა: "მნიშვნელოვანია, საკუთარ თავს კარგად იცნობდე. განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის. ბუნებრივია, მათ ბოლომდე ვერ დავიცავთ ცუდი გამოცდილებისგან, სულიერი და ფიზიკური ტკივილისგან, მაგრამ შეგვიძლია ვასწავლოთ, როგორ უნდა გაუმკლავდნენ დაბრკოლებებს და გახდნენ უკეთესები".

mshoblebi

მსახიობს ახლა მძიმე პერიოდი აქვს. მისი ფანები აქტიურად საუბრობენ, რომ ის კვლავ ებრძვის ანორექსიას, თავად კი ამის შესახებ არაფერს ამბობს.
ანჯელინა, როგორც გაეროს კეთილი ნების ელჩი, ბევრ კეთილ საქმეს აკეთებს ლტოლვილებისა და სოციალურად დაუცველი ადამიანებისათვის.
3306
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
იოუოუ
1
კი მაგრამ . რას გადაგვაყოლეთ ამ ადამიანების პრობლემებს მთელი მოსახლეობა. დაწერეთ ქართულ წარმატებულ ოჯახებზე , რომ მომავალმა თაობამ ,ახალგაზრდობამ გაიგოს ,რომ საქართველოში ნამდვილად ცხოვრობენ და მოღვაწეობენ თითით საჩვენებელი ოჯახები , თავიანთი წარსულით და მომავლით. აღარ უნდა დასრულდეს ამ ბოზანდარებზე საუბარი , ხან ქმარი გაებუტება და გაიქცევა სხვასთან და ხან პირიქით ქალი გაიბუტება და წამოუგორდება სხვას , მორჩით რა დაისვენეთ.
16:06 / 08-11-2019
მარსელო
0
რომელ პიტთანნნ !!!!
18:31 / 07-11-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?