სად შეიძლება წაიყვანოთ ბავშვი ამ შაბათს - კითხვის საათი ბევრი საჩუქრით და საბავშვო აქტივობით
სად შეიძლება წაიყვანოთ ბავშვი ამ შაბათს - კითხვის საათი ბევრი საჩუქრით და საბავშვო აქტივობით
"ნინის კითხვის საათი", რომელიც ბევრი ოჯახისთვის იქცა კარგ ტრადიციად, გრძელდება და ტრადიციულად ყოველ შაბათს ბევრ სასიამოვნო შთაბეჭდილებას, კარგ გარემოს და სახალისო საჩუქრებს ჰპირდება სტუმრებს. 

ამ შაბათს, 9 ნოემბერს, 17:00 საათზე პატარებს ისევ ელოდებიან "ბიბლუსი გალერეაში", კანდელაკის ნომერ 7-ში, მორიგ კითხვის საათზე. ბავშვებისთვის ამჯერად განსაკუთრებული მასპინძელი შეარჩიეს - დაწყებითი კლასის გამოცდილი მასწავლებელი ეკატერინე მაისურაძე, რომელიც წარდგენილი იყო მასწავლების ეროვნულ ჯილდოზე. ის პატარებს საბავშვო ზღაპრებს წაუკითხავს, მათ შეკითხვებზე უპასუხებს და გაესაუბრება. ცნობილია, რომ ამგვარ
პროცესში პატარები ივითარებენ მოსმენის, ანალიზის, შეკითხვის დასმის, აზრის გადმოცემის უნარებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ღონისძიების დასასრულს ბავშვებს კიდევ ელოდებათ სასიამოვნო აქტივობა - შეეძლებათ დახატონ მოთხრობის გმირები და გამოხატონ შთაბეჭდილებები. გარდა ამისა, ბავშვებს და მათ მშობლებს გადაეცემათ საჩუქრები: საბავშვო წიგნები და საკანცელარიო ნივთები. მშობლები ასევე დასაჩუქრდებიან კაფე "პიატო"-ს 20%-იანი ფასდაკლების ვაუჩერით. 

მაშ ასე, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, მონაწილეობის მისაღებად რაც შეიძლება მალე დარეგისტრირდით ბმულზე
169
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?