თქვენი გუნდი გახდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული AEIF (Alumni Engagement Innovation Fund)-ის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული. რას წარმოადგენს თქვენი პროექტი?
ჩვენი პროექტი გულისხმობს 12-დან 17 წლამდე დევნილი ბავშვებისთვის STEM საშაბათო სკოლის ორგანიზებას, სადაც ბავშვებს ჩაუტარდებათ გაკვეთილები რობოტიკაში, პროგრამირებაში და სხვა STEM მიმართულების საგნებში. პროექტი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის ჩართულობით ხორციელდება. ამერიკული აკადემიის შენობაში მოხალისეები (ამავე სკოლის უფროსკლასელები) სამ ნაკადად ჩაატარებენ გაკვეთილებს.
ჩვენი პროექტის მიზანი არის დავაინტერესოთ ბავშვები სამეცნიერო საგნებით და ტექნოლოგიებით, ვაჩვენოთ რამდენად პერსპექტიული მიმართულებებია, გავუჩინოთ სურვილი, რომ განვითარდნენ ამ მიმართულებით. არსებობს უამრავი უფასო სასწავლო რესურსი, კლუბები, კურსები. გვინდა დავანახოთ ბავშვებს, რომ მეცნიერება არ არის რთული და მიუწვდომელი, პირიქით, სახალისო და
როგორი იყო საგრანტო კონკურსის პირობები? როგორ ჩაერთეთ მასში?
ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ, ამერიკის საელჩოს მიერ ორგანიზებული გაცვლითი პროგრამის მონაწილეს შეეძლო. ერთადერთი პირობა იყო, რომ სამი ნებისმიერი პროგრამის კურსდამთავრებული ერთ გუნდად უნდა გაერთიანებულიყო და ერთი პროექტი წარედგინა. შემოთავაზებული იყო რამოდენიმე თემა - მეცნიერების, ტექნოლოგიის, ჯანმრთელობისა და ინოვაციების განვითარების ხელშეწყობა, ქალების როლის გაძლიერება, საგანმანათლებლო შესაძლებლობების განვითარება და სხვა. ჩვენ სწორედ ბოლო თემა შევარჩიეთ. გუნდში სამნი ვართ - მე, თინა გიორგაძე და თეკლა ხმიადაშვილი. სამივე ამერიკის საელჩოს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ტექნოლოგიური ბანაკის WiSCI მონაწილეები ვიყავით, ხოლო თინა ასევე FLEX კურსდამთავრებულია.განაგრძეთ კითხვა