ჯუდ ლოუ, ალენ დელონი და სხვა ვარსკვლავები დღემდე მიიჩნევიან მსოფლიოში ქალების მთავარ გულთამპყრობელ კაცებად და უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავთ. საინტერესოა როგორ გამოიყურებიან მათი შვილები. ზოგიერთმა მათგანმა უკვე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და პოპულარობაც მოიპოვა.
ვნახოთ ჰოლივუდის ყველაზე მომხიბვლელი მამაკაცების ვაჟები:
ჯუდ ლოუ და რაფერტი ლოუ
ბევრმა არ იცის, რომ ჯუდი მრავალშვილიანი მამაა. მსახიობს 5 შვილი ჰყავს. 23 წლის რაფერტი ჯუდს პირველი ქორწინებიდან ჰყავს. ის მოდელად მუშაობდა. ახლა მუსიკოსის კარიერა აქვს და ჯგუფ Dirty Harris-ის წევრია.
ალენ დელონი და ალენ ფაბიენ დელონი
შეიძლება ვინმე ალენ დელონის მომხიბვლელობას შევადაროთ? ალბათ მხოლოდ და მხოლოდ მისი შვილი. 25 წლის ალენ ფაბიენი მოდელი და მსახიობია. 2015 წლიდან ის Dior-ის მოდის სახლის ოფიციალური სახეა. უფრო მეტიც, ალენ დელონ უმცროსმა მწერლობაშიც სცადა ბედი. ის ავტორია წიგნისა – Of the Race of Gentlemen.
ტომ ჰენკსი, კოლინ ჰენკსი და ჩეთ ჰენკსი
ტომ ჰენკსი ოთხი შვილის მამაა. კოლინი მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს. ის მსახიობი და პროდიუსერია. ჩეთმა თავდაპირველად მსახიობობა სცადა, თუმცა შემდეგ ამ პროფესიას თავი დაანება და დღეს რეპერია, თუმცა დიდად არ უყვარს საზოგადოებაში გამოჩენა და იზოლირებულად ცხოვრებას ამჯობინებს.
დევიდ ბეკჰემი და ბრუკლინ ბეკჰემი
დევიდს ოთხი შვილი ჰყავს, სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. უფროსი ვაჟი, ბრუკლინი 20 წლისაა. ბავშვობაში გატაცებული იყო ფეხბურთით, ასევე მუშაობდა მოდელად. დღეს კი, ფოტოგრაფის კარიერა აქვს.
კლინტ ესტვუდი და სკოტ ისტვუდი
კლინტ ისტვუდს შვიდი შვილი ჰყავს, მათგან ყვეკლაზე ცნობილი 33 წლის სკოტ ისტვუდია. სკოტმა ბავშვობიდანვე გამოავლინა მსახიობობისადმი ინტერესი. ის გადაიღეს ფილმში Flags of Our Fathers. დღეს უმცროსი ისტვუდი უამრავ პროექტშია ცართული და გულშემატკივრების არმია ჰყავს.
ჯერემი აირონსი და მაქს აირონსი
ჯერემი აირონსის შვილმა გადაწყვიტა გაეგრძელებინა მსახიობთა ოჯახის დინასტიის ტრადიცია და ტავადაც პოპულარული მსახიობია.
პირს ბროსნანი, დილან ბროსნანი და პარის ბროსნანი
დიალნი და პარისი პირს ბროსნანს მეორე ქორწინებიდან ჰყავს. ბიჭები ძალიან ჰგვანან მამას. ორივე მათგანი მოდელობითაა დაინტერესებული.
არნოლდ შვარცნეგერი და პატრიკ შვარცნეგერი
არნოლდ შვარცნეგერის ვაჟი ბავშვობიდანვე ამბიციურობით გამოირჩეოდა. 15 წლის იყო როცა მამაკაცის სამოსის ხაზი გამოუშვა და საკუთარი კომპანია დააარსა. გარდა ამისა, ის მოდელია და Hudson Jeans–ის სახე გახლავთ.