18 წლის ბიჭი, რომელმაც ამერიკელებს ქართული ჰიმნი ასწავლა და მეგრული სიმღერა ოკულელეზე ემოციურად იმღერა (ვიდეო)
18 წლის არჩილ გვასალიამ "საქართველოს ვარსკვლავში" უკულელეს აკომპანირებით შესრულებული მეგრული სიმღერით ჟიური და ტელემაყურებელი მონუსხა. არჩილი აფხაზეთიდან, სოხუმიდანაა დევნილი და ქალაქ ფოთში ცხოვრობს.

მისი თქმით, საკუთარი ორგანიზაცია აქვს და სათემო განვითარებაზე ზრუნავს. ორგანიზაციის ფოკუს ჯგუფი კი იძულებით გადაადგილებული პირები არიან.

"დედაჩემი აფხაზეთიდან დევნილია. მისმა წვლილმა სათემო განვითარებაში მეც ძალიან ბევრი რამ მასწავლა. დღეს ისიც ჩემთან იმყოფება და მთავარი გულშემატკივარია", - ამბობს არჩილი.

ის ყვება, რომ ამერიკაში გაცვლითი პროგრამით სწავლობდა. სწორედ
ამერიკაში ისწავლა უკულელეზე დაკვრაც. საინტერესოა ის, რომ თავად ამერიკელ კლასელებს ქართული ჰიმნი შეასწავლა.

"ჩემს სკოლელებს ვასწავლე ქართული ჰიმნი და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ერთად შევასრულეთ", - ამბობს არჩილ გვასალია.

ახალგაზრდა მომღერლის ემოციურმა შესრულებამ ჟიური გულგრილი არ დატოვა. განსაკუთრებით ემოციური კი ნათია თოდუა იყო, რომელიც თავადაც აფხაზეთიდან დევნილია.

"სამაგალითოა ის, რასაც შენ აკეთებ, მე მესმის შენი ძალიან კარგად იმიტომ, რომ მეც ვარ დევნილი აფხაზეთიდან. შენი ეს შესრულება ჩემთვის ძალიან ემოციური იყო. პირველად ვხედავ ბიჭს, ასეთ სტილში, უკულელეთი ხელში მეგრულ სიმღერას რომ ასრულდებდეს", - უთხრა არჩილს ნათია თოდუამ.

1398
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ნინო
1
ნათია თოდუა! არ გაწყენდა ცოტა თავის შეკავება, ნუ ცანცარობ და ნუ გვღლი მაყურებელს.
15:50 / 08-11-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?