როცა ბავშვისთვის ყიდულობთ რამეს, ყოველთვის გაფიქრებთ, მოეწონება თუ არა ეს შენაძენი პატარას. თუნდაც ძალიან პრაქტიკული ნივთი იყოს, თუ ბავშვს არ მოსწონს და სიხარულს არ ანიჭებს, არასოდეს გამოიყენებსმას სიამოვნებით. ამიტომ ყველაფერი, რაც ბავშვისთვის გვინდა, ვიზუალურად პატარას გემოვნებაზეც უნდა იყოს მორგებული.
რა მოსწონთ პატარებს ყველაზე მეტად? უამრავი კვლევით დადასტურებულა, რომ ცნობილი პერსონაჟებით გაფორმებული ნივთები მათ განსაკუთრებით აღაფრთოვანებთ. მათი საყვარელი გმირების ხილვა მოსწონთ ყველგან - სამოსზე, წიგნებზე,თეთრეულზე,ჭურჭელსა თუ აქსესუარებზე. მშობლებიც თვალებით ეძებენ დახლებზე მათი შვილის სასურველი გმირებით გაფორმებულ ნაწარმს. ბოლო რამდენიმე წელია, პატარებმა უცხოური გმირების შემდეგ ქართული ანიმაციური პერსონაჟი, კეთილი და ფუმფულა თოვლის გუნდაც შეიყვარეს. მას მერე, რაც გუნდას ამბები მულტფილმიდან წიგნების სერიებშიც გაგრძელდა, ბავშვებმა უფრო მეტად შეიყვარეს ის, გუნდას თავგადასვლებმა კიდევ უფრო დააახლოვა პატარები ამ ფუმფულა პერსონაჟს, მისი სათამაშოები კი უამრავი ბავშვის საყვარელ გასართობად იქცა.
ბოლო დროს კი გუნდას აქსესუარების კოლექციას გუნდას ქოლგებიც დაემატა. მაღაზიებში უკვე გამოვიდა გუნდას ნახატებით გაფორმებული, საბავშვო ქოლგები, რომლებიც ერთნაირად მოსწონთ გოგონებსაც და ბიჭებსაც. ხოლო მათ, ვისაც გუნდას ნივთების პატარა კოლექცია აქვს შექმნილი, განსაკუთრებით გაუხარებს გულს.
ეს ქოლგები ნამდვილად სასურველი არჩევანია მათთვისაც, ვინც მეგობრის, დისა თუ ახლობლის შვილებისთვის საჩუქარს ეძებს.