საქართველოს კულინართა ფედერაციის პრეზიდენტმა, არაერთი რესტორნის ბრენდშეფმა და „მასტერშეფის“ ჟიურის წევრმა, ლევან კობიაშვილმა კულინარიას თავისი ცხოვრება 16 წლის ასაკში დაუკავშირა. რას ნიშნავს, იყო შეფი და როგორ უნდა გაუმკლავდე დაბრკოლებებს კულინარიის სეფროში, წაიკითხეთ ლევან კობიაშვილთან ინტერვიუში.
- ძალიან კარგი გამონათქვამია: „თუ გიყვარს პროფესია, მუშაობა არ გიწევს.“ ანუ თუკი გიყვარს საქმე, რომელსაც აკეთებ, მისგან სიამოვნებას იღებ. შეიძლება, 20 და მეტი საათი დაუთმო დღე-ღამეში და დაღლილობაც კი ვერ იგრძნო, რადგან ამ დროს შემოქმედებითად იხარჯები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მართლა ძალით მუშაობ, მხოლოდ ხელფასისა და შენი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის.
- შეფი არის თანამდებობა, რომელსაც ძალიან დიდი შრომით უნდა მიაღწიო და ასეთივე შრომით შეინარჩუნო. ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. ისე არ ხდება, რომ დღეს სასწავლებელი დაამთავრო და ხვალ უკვე შეფად დაიწყო მუშაობა. მე როცა მთავაზობდნენ შეფობას, 10 წლის შემდეგ გავხდი შეფი, 26 წლის ასაკში. მანამდე ვერ ვრისკავდი, რადგან ეს არ არის მხოლოდ სტატუსი. შეფს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება: კალკულაცია უნდა იცოდე, კარგი მენეჯერი უნდა იყო, გამოცდილება უნდა გქონდეს, შენი თანამშრომლები პატივს უნდა გცემდნენ, ყველაზე მეტი უნდა გესმოდეს, შემოქმედებითი უნდა იყო და მუდმივად თვითგანვითარებაზე ფიქრობდე. თუ გამოცდილება არ გაქვს, 16 საათი ფეხზე არ მდგარხარ და ეს ყველაფერი შენ თავზე არ გამოგიცდია, შეფი ვერ გახდები. მოკლედ, შეფი რომ გახდე, მინიმუმ, 5 წელი კარგი „ნაპახავები“ უნდა გქონდეს სამზარეულოში.
- იმდენად გვიან ვბრუნდები სახლში, რომ, თითქმის, ვერასოდეს ვამზადებ. ასე რომ, ოჯახის სამზარეულოში ჩემი მეუღლეა შეფი. პროფესიით კონდიტერია, ფანტასტიკური ხელი აქვს და კარგი გურმანია. განაგრძეთ კითხვა