

ჯოს მამა ამბობს, რომ მისი შვილი 4 წლის ასაკიდან ხატავს. მათ სკოლის გაკვეთილების შემდეგ ხატვის წრეზე მიიყვანეს.


მასწავლებელი გაოცებული დარჩა ბიჭის ნიჭით და გადაწყვიტა მისი ნამუშევრების ინსტაგრამზე გამოქვეყნება.

ადგილობრივი რესტორნის მეპატრონეებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ფოტოები და ჯოს შესთავაზეს, რესტორნის მთავარი დარბაზის კედლები მოეხატა დუდლის სტილში - რომელშიც თავად ხატავს.

ჯოს ძალიან მოეწონა შემოთავაზება, მშობლებიც არ შეეწინააღმდეგნენ.

"ჩვენდა გასაკვირად, მათ მთავარი დარბაზის მოხატვა შესთავაზეს ჯოს. მეშვიდე ცაზე
ჯოს დედა მშობლებს ურჩევს, ყური უგდონ შვილის ოცნებებსა და მისწრაფებებს, დაეხმარონ იმ ადგილის მოძებნაში, სადაც ის რეალიზდება. "ჯოს უყვარს ხატვა და ჩვენ გვიხარია ყოველი მისი მიღწევა. თუმცა, გაოცებულები ვართ იმით, რომ მას ასეთი საპასუხისმგებლო საქმე ანდეს", - ამბობს ჯოს დედა.

ახლობლები ყოველთვის უჭერენ მხარს პატარა მხატვარს და სწორედ ამაში მდგომარეობს მისი წარმატების საიდუმლო.
