ადაიანებს ყოველთვის აინტერესებდათ, გაეგოთ წინასწარ, რა მოხდებოდა მათ ცხოვრებაში. საინტერესოა, რას ამბობდნენ 202 წელზე უდიდესი წინასწარმეტყველები - ნოსტრადამუსი და ვანგა.
ძალიან საინტერესოა ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება 2020 წლისთვის:
ეს ნათლად აჩვენებს ირანის (სპარსეთის) მისწრაფებას ზოგიერთი ბერძნული კუნძულის, ასევე, ეგვიპტისა და თურქეთის დაპატრონებისაკენ. თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა ირანის ირგვლივ სიტუაცია სწრაფად იცვლება, ამიტომ, ზუსტი პროგნოზი, როგორ განვითარდება და რამდენად შორს წავა მოვლენები შეუძლებელია. წინასწარმეტყველებაში ისიც წერია, რომ არაბები ეგვიპტესა და ბიზანტიას დაიპყრობენ.
ექსპერტები ამბობენ, რომ წინასწარმეტყველებას შეიძლება რეალური საფუძველი ჰქონდეს თანამედროვე სამყაროში და აღიქმებოდეს, როგორც მუსლიმური და ქრისტიანული ქვეყნების დაპირისპირება. "ბიზანტიაში“ კი შეიძლება იგულისხმებოდეს თურქეთი, ირანი და სხვა ქვეყნები.
"სასახლეში ფრინველებზე ნადირობა დაიწყება. ცოტა ხნის შემდეგ კი იქ პრინციც გამოჩნდება. მდინარე მტერს გამოეყოფა და დაიწყება წყალქვეშა მოქმედებები." - ამ ფრაზას განმარტავენ, როგორც წყალქვეშა ხომალდებით ქვეყნებისკენ იერიშს. ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ეს ძალა რუსეთი აღმოჩნდება, მაგრამ ზუსტად ამის თქმა არავის შეუძლია.
"ნორვეგია, დანია და დიდი ბრიტანეთი - გაერთიანებული ძმების შოკისმომგვრელი განგაში. რომაული სისხლის მქონე ლიდერი ჯარს წარუძღვება. მოქმედება ტყეში განვითარდება“, - ამ სიტყვებით ჩანს რუსეთის მისწრაფება სკანდინავიის ქვეყნების მიმართ. ნახსენებია დიდი ბრიტანეთი. ქვეყანა, რომელიც რუსოფობიით ხასიათდება. ლიდერში ტრამპი იგულისხმება. ცნობილია, რომ დედამისი შოტლანდიელი იყო. როგორც ჩანს, ამერიკა აშკარად ვერ დაუპირისპირდება რუსეთს და ბრძოლა პარტიზანული იქნება, რაც წინასწარმეტყველებაში "ტყეში ბრძოლით" გამოიხატება.
ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველების თანახმად, მსოფლიოს 2020 წელს ჰარმონიული წელი არ ელის, თუმცა ჩვენი, ადამიანების როლი შედარებით უფრო სტაბილური იქნება.
მსოფლიო ეკონომიკა
ითვლება, რომ ვანგას წინასწარმეტყველება საერთაშორისო ფინანსურ სისტემასთანაა დაკავშირებული. "ფული არასაჭირო გახდება“ - იწინასწარმეტყველა მან. ეს შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებად, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფინანსური კრიზისი დაიწყება და ეროვნული ვალუტა გაუფასურდება. გარდა ამისა, არის შიში, რომ 2020 წელს ეს პროცესები შეუქცევადი გახდება.
ვანგას მკვლევარები ასევე აღნიშნავენ იმასაც, რომ მსოფლიო დაიწყებს მზის ენერგიის აქტიურად გამოყენებას. ამ პროცესსაც უკავშირებენ "ფულის არასაჭიროების“ შესახებ წინასწარმეტყველებას. თუმცა, უცნობია, ვინ განაგებს პროცესს მსოფლიოს მაშტაბით.
საზოგადოება
ვანგამ 2020 წლისთვის იწინასწარმეტყველა უკვე კარგად დავიწყებული დაავადებების გააქტიურება. თუმცა, კონკრეტულად რომელი სენია ეს, არ დაუსახელებია. თავად ამბავი საფრთხილოა, რადგან საქმე უამრავი ადამიანის სიცოცხლეს ეხება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს დაავადებები მზის აქტივობის შედეგი შეიძლება იყოს. ვანგას წინასწარმეტყველების თანახმად, პრობლემა დიდხანს არ გასტანს და 2021 წლისთვის მზის აქტივობა კვლავ ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება.
მომავალი წლისთვის ევროპაში რელიგიური სიტუაცია გაუარესდება, რაც სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე ადამიანის დაპირისპირებაში გამოიხატება. უფრო მეტიც, რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება მხოლოდ 2020 წელს არ გასტანს და წინასწარმეტყველების თანახმად, ეს იქნება უარყოფითი ჯაჭვის დასაწყისი. მოვლენები სულ მცირე რამდენიმე წელს გასტანს.