"გაგვიფრინდა ულამაზესი ნინო მარადიულ საქართველოში..." - ჟურნალისტი ნინო სულაბერიძე გარდაიცვალა
"გაგვიფრინდა ულამაზესი ნინო მარადიულ საქართველოში..." - ჟურნალისტი ნინო სულაბერიძე გარდაიცვალა
ჟურნალისტი ნინო სულაბერიძე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა, გარდაიცვალა. მას მცირეწლოვანი შვილი დარჩა... სამწუხაროდ, მის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, შარშან მისი ძმა გარდაიცვალა და ოჯახში ახლა მეორე ტრაგედია დატრიალდა...

ახლობლები, მეგობრები, კოლეგები სოციალურ ქსელში ნინოს გარდაცვალებას ემოციურად ეხმაურებიან. ერთ-ერთი მათგანი ცნობილი პედიატრი ინგა მამუჩიშვილია:
"ნინიკო, იქნებ ოდესმე სიკვდილიც მოკვდეს!!!! ყოველთვის მეგონა, რომ სიცოცხლე შენ გგავდა, მეგონა, რომ დაამარცხე მძიმე სენი, მაგრამ სიკვდილმა გაჯობა??? ვერ ვიჯერებ... ცოტა ხნის წინ
ვესაუბრე დედას, რომელიც ქალობის და დედობრივი სიძლიერის ეტალონია, რკინის ქალი საბოლოოდ დაეცა და განადგურდა... რა გითხრათ, ძალიან მიჭირს... ახლა მხოლოდ პატარა ლუკასთვის გაძლიერდით... გაგვიფრინდა ულამაზესი ნინო მარადიულ საქართველოში... ნათელი და მარადიული სასუფეველი შენს სულს!"


24262
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
ნატო
1
საწყალი დედამისი ,როგორ გაუძლოს ამდენ უბედურებას ,რა კარგი შვილები დაკარგა
08:57 / 13-11-2019
თამარი
3
ახალგაზრდები რატომ კვდებიან?! მეც ახალგაზრდა კლასელი დავკარგე მკერდის კიბოთი და ამ გოგო გარდაცვალებამ გამიახლა მიყრუებული ტკივილი.
08:18 / 12-11-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?