ბულგარელმა მუსიკოსმა, პროდუსერმა ბორისლავ მილანოვმა ქართველ მომღერალს თაკო გაჩეჩილაძეს ხელი გასულ წელს ვენაში სთხოვა, ქორწილი კი წყვილმა რამდენიმე ხნის წინ თბილისში გადიხადა.
თაკომ და ბორისმა ერთმანეთი "ევროვიზიის" კუნკურსზე გაიცნეს. აღსანიშნავია ისიც, რომ თაკო მეუღლის გვარზე გადავიდა.
წყვილს იანვარში გოგონა შეეძინათ, რომელსაც გაბრიელა დაარქვეს. ბოლო დროს გადაღებულ ფოტოებზე, რომელიც თაკო "ინსტაგრამზე" გაასაჯაროვა, მისი გამომწერები პატარას მამას ამსგავსებენ.