პედიატრი ინგა მამუჩიშვილი: "ნუ მოვაკლებთ ბავშვს იმ ბედნიერებას, რაც ორცხობილასადმი სიყვარულია, მაგრამ ზომიერად მივაწოდოთ"
პედიატრი ინგა მამუჩიშვილი: "ნუ მოვაკლებთ ბავშვს იმ ბედნიერებას, რაც ორცხობილასადმი სიყვარულია, მაგრამ ზომიერად მივაწოდოთ"
რთულია, გემრიელ ორცხობილაზე თქვა უარი და მისი ხილით ჩანაცვლება რეგულარულად შეძლო, თუმცა როგორც მედიკოსები გვეუბნებიან, თუ ზომიერებას დავიცავთ ცოტა ტკბილეული არც უფროსებს და არც პატარებს არ გვავნებს.

პატარებს ძალიან უყვართ საბავშვო ორცხობილებით წახემსება, მშობლებს კი მის სარგებლიანობასთან დაკავშირებით, განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

იმის, გასარკვევად, რა რაოდენობით ორცხობილა უნდა მიიღოს მცირეწლოვანმა ბავშვმა და როგორ უნდა შევარჩიოთ ის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ, პედიატრ ინგა მამუჩიშვილს ვესაუბრეთ.

დღეში რამდენჯერ ან რა დოზით უნდა მიირთვას ბავშვმა
ორცხობილა? თუ არსებობს ამ მიმართულებით ნორმა?

დაბალანსებული კვების შემთხვევაში, ბავშვისთვის დღეში ერთხელ ან ორჯერ ორცხობილით წახემსება დასაშვებია.

თუ პატარა პედიატრის ან ნუტრიციოლოგის მიერ შედგენილი მენიუს მიხედვით ყოველდღიურად იკვებება (ამგვარი მენიუ იმ ძირითადი ინგრედიენტების გათვალისწინებით არის შედგენილი, რომლებიც აუცილებელია ბავშვის ნორმალური ფიზიკური და ფსიქო-მოტორული განვითარებისთვის), თუ ბავშვს წონა და გენეტიკაც უწყობს ხელს, ნუ შეზღუდავთ იმ სიამოვნებაში რასაც დღეში ერთხელ ან ორჯერ თუნდაც ორცხობილით წახემსება ჰქვია. ორცხობილა უამრავ ქვეყანაში ძალიან პოპულარულ ბავშვთა კვების პროდუქტად ითვლება.

როგორი ორცხობილის მიღებაა ბავშვისთვის რეკომენდებული და რა ასაკიდან?

მნიშვნელოვანია, პატარას სპეციალურად ბავშვისთვის განკუთვნილი ორცხობილა მივცეთ, რადგან ის მკაცრად კონტროლირებადია და მისი დამზადების რეცეპტი პედიატრების და ნუტრიციოლოგების ერთობლივი კონსენსუსით არის შედგენილი.

საბავშვო ორცხობილა
შეიცავს B ჯგუფის, PP ვიტამინებს, მდიდარია ფოსფორით, კალციუმით, რკინითა და ორგანული მჟავებით. ნახშირწყლების შემცველობის გამო ხშირად მას პედიატრები იყენებენ, როგორც ენერგიის წყაროს. გარდა ამისა, ორცხობილა მდიდარია პროტეინებით, ამინომჟავებით, რაც ხელს უწყობს ბავშვის სწორ ზრდა-განვითარებასა და კუნთოვანი მასის წარმოქმნას. ის შეიცავს როგორც ცხოველურ, ისე მცენარეულ ცხიმებს, ქოლესტერინს, რომელიც D ვიტამინის სინთეზისთვისაა აუცილებელი.

ბავშვის კვებაში ფხვიერი ორცხობილის ჩართვა 4 თვიდანაა რეკომენდებული. განსაკუთრებით კი იმ ბავშვების რაციონში, ვისაც წონის დეფიციტი აქვს ან ასაკის შესაბამის კილოგრამებს იწონის ან მათ მენიუში, ვინც რძის მიღებაზე უარს ამბობენ.

აღსანიშნავია, რომ უგლუტენო ორცხობილებით იმ ბავშვების რაციონის შევსებაც შეგვიძლია, ვისაც გლუტენის აუტანლობა აქვს.
mshoblebi

როგორ შევარჩიოთ სწორად ორცხობილის მწარმოებელი? თქვენ რომელ კომპანიას გაუწევდით რეკომენდაციას?

სააფთიაქო ქსელში გაჩნდა ორცხობილა დელიკატური გემოთი და კარგი ხსნადი თვისებებით 4 თვიდან, რომელიც წარმოებულია იტალიაში კომპანია "პლასმონის" მიერ. ისინი ორცხობილას აწარმოებენ მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო მარცვლებით, რომელთა კრეფა და შენახვა მათი დამუშავების დღემდე პესტიციდების გამოყენების გარეშე ხორციელდება. შესაბამისად, ხარისხიანია და უსაფრთხო. ორცხობილა არ შეიცავს კვერცხს, ხელოვნურ საღებავებს, კონსერვატებს, პალმის ზეთს და არის GMO-free.

რა ფორმით უნდა მივაწოდოთ ორცხობილა ჩვილ ბავშვს?

ჩვილის ფხვიერი ორცხობილა შეიძლება რძიან ბოთლს დავუმატოთ, შევანჯღრიოთ და გემრიელი რძეც მზად არის.

"პლასმონის" ორცხობილა 6 თვიდან შეგვიძლია წახემსებისათვის გამოვიყენოთ, პედიატრთან შეთანხმებით. 15 გრამი ორცხობილა, საკმარისი რაოდენობის რკინის წყაროა, ხელს უწყობს პატარას კოგნიტურ განვითარებას. აქვს იდეალური ფორმა, მორგებული ბავშვის ხელზე და გამორიცხულია გადაცდენის რისკი.

2 წლის ასაკიდან უკვე გემრიელი ორცხობილის მომზადება სახლშიც არის შესაძლებელი.

ორცხობილის შეძენისას უპირატესობა უნდა მივანიჭოთ სააფთიაქო ქსელს და მსხვილ მარკეტებს, კარგად უნდა დავაკვირდეთ კოლოფის მთლიანობას, ვარგისიანობის ვადებს. მნიშვნელოვანია, პროდუქტი არ შეიცავდეს პალმის და რაფსის ზეთს, ემულგატორებს და იყოს GMO-free. უნდა შევინახოთ მშრალ ადგილას, სითბოს წყაროდან მოშორებით.

როგორ შევარჩიოთ "სწორი ცხიმის" შემცველობის მქონე პროდუქტი?

ნუ მოვაკლებთ ბავშვს იმ ბედნიერებას, რაც ორცხობილასადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სიყვარულია, მაგრამ ძალიან ზომიერად მივაწოდოთ ბავშვს შაქრის შემცველი პროდუქტები. წავახემსოთ არა შოკოლადებით არამედ ორცხობილით და ხილის იოგურტით, ჩირებით და თხილეულებით, რომელიც 2 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებს სახლის პირობებშიც შეიძლება მოუმზადოთ, 1 წლამდე კი შეეცადეთ ძირითადად ქარხნული პროდუქტი მიაწოდოთ, მათ შორს ორცხობილაც.
7697
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (10)
თინა
1
ორცხობილა არის "სუხარი", ამას ისევ "პეჩენია" ჯობია
00:27 / 17-11-2019
Pharmacy
0
ფარმბიზნესის რეკლამა.
15:23 / 16-11-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?