ქართველი მოდელი, ქუთაისელი ანა ახვლედიანი ყოველთვის იპყრობდა საზოგადოების ყურადღებას მომხიბვლელი გარეგნობით. გულშემატკივრები მას ლივ ტაილერსა და ბიანკა ბალტისაც კი ადარებდნენ.
ანას ამჟამად აქტიური სამოდელო კარიერა არ აქვს. დაქორწინდა და ერთი წლის გოგონას, ევას დედაა.
პატარა ევა "ინსტაგრამზე", დედიკოს მსგავსად, პოპულარობით სარგებლობს და უკვე "ფანებიც" ჰყავს. მის ყველა ფოტოს სოციალურ ქსელში უამრავი მოწონება და კომენტარი აქვს. გულშემატკივრები თვლიან, რომ გოგონა ძალიან ჰგავს დედას.
"ესეც მოდელი უნდა გახდეს."
"საოცრებაა, ზე საყვარელი."
"რა ჩასაკბეჩია ეს ბავშვი."
"მზის სხივია", – წერენ ფოტოების კომენტარებში.
მახეთ "ინსტაგრამის" ახალი ვარსკვლავის, ევას ახალი ფოტოები.